საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები: ვინ შეცვლის გოჩა ავსაჯანიშვილს?

AutoSharing Option
გოჩა ავსაჯანიშვილი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს აღარ გაწვრთნის. ინფორმაცია დაზუსტებულია, ოღონდ ჯერ არ არის ცნობილი, ვინც შეცვლის მწვრთნელს, რომლის აწ უკვე ყოფილ გუნდს წინ თბილისური ევროშესარჩევი რაუნდი ელის...

იმთავითვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად ვერაფრით შეფასდება. ნებისმიერ დროსა და სივრცეში მწვრთნელი მის მიერ მიღწეული შედეგით ფასდება. შედეგი კი საქართველოს ამ ნაკრებს ნამდვილად ჰქონდა.

ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ციკლში გოჩა ავსაჯანიშვილის შეგირდები ორ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. გასაგებია, რომ ქართველთა წარმატებას ხელი იღბალმაც შეუწყო, მაგრამ დრო გადის
და რჩება ტაბლო, როგორც უტყუარი მოწმე ამა თუ იმ გუნდის წარუმატებლობისა თუ წარმატებისა.

ნუ დაგვავიწყდება, რომ სულ მალე საქართველოს ნაკრებს თბილისური ელიტრაუნდი ელის, რომელშიც ჩვენს გუნდს მართლაც რომ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან (რუსეთი, იტალია, ბოსნია) მოუწევს საქმის დაჭერა.

ამდენად, ავსაჯანიშვილის შემცვლელს ურთულესი მისიის შესრულება მოუწევს - მან ჯერ ახლოს უნდა გაიცნოს გუნდი, მერე თამაშის ხარისხი გააუმჯობესოს და ბოლოს კარგი შედეგიც "დადოს".

რაც შეეხება ავსაჯანიშვილის მუშაობას, ის ნებისმიერ შემთხვევაში დადებითად უნდა შეფასდეს. ასე იყო თუ ისე, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ციკლში გასაკეთებელი გააკეთა.

არაერთხელ დაგვიწერია და კიდევ დავწერთ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მართლაც ბეწვის ხიდზე მოუწევს სიარული ასაკობრივ ნაკრებთათვის მთავარი მწვრთნელების შერჩევისას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თუნდაც 17-წლამდელთა შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და ახალ სამწვრთნელო შტაბს უმოკლეს დროში ძალიან დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევს, რათა ბოლომდე ჩასწვდეს თითოეული ფეხბურთელის დადებით და უარყოფით მხარეებს.

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ 17-წლამდელთა ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ახლა იწყობს უცხოურ კარიერას და მწვრთნელებს საშუალება აღარ ექნებათ, ამ ფეხბურთელების თამაშს უშუალოდ საქართველოში დააკვირდნენ.

მხოლოდ დრო გამოაჩენს იმას, თუ რამდენად დასაბუთებული და მართებული გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 17-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მიმართ სწორედ ახლა, როცა თბილისურ ელიტრაუნდამდე ბევრი დრო აღარ დარჩა.

არადა, ამ ნაკრებში თაობა მართლაც კარგია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სამი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი აქვს დონეცკის "შახტარს". უკვე გაცნობეთ, რომ კაკი ქიმერიძე, ნუგზარ სპანდერაშვილი და დიმიტრი ვირუბოვი, შესაძლოა, პირდაპირ მინსკის ტურნირიდან გაემგზავრონ დონეცკში. ეს უკვე წარმატებაა, რასაც "შახტარის" რიგებში ჩვენებური გიორგი არაბიძის შესანიშნავი თამაშიც უწყობს ხელს.

საქართველოს ნაკრების წევრები მომავალი სეზონიდან ითამაშებენ პოლონეთში, ბელგიაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ბევრია ამ გუნდში თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი, რომელიც სულ უფრო უშინაურდება გია გეგუჩაძის გუნდის ძირითად შემადგენლობას...

მოკლედ, ეს ის თაობაა, რომელსაც რეალურად შეუძლია ელიტრაუნდის ბარიერის დაძლევა და თაობა, რომელიც არამც და არამც არ უნდა დაიკარგოს!

მეორე მხრივ, ეს საქართველოა და არასოდეს შეწყდება იმაზე ლაპარაკი, რომ ვიღაც "იმის" კაცია და ვიღაც - "ამის". არასოდეს გამოილევა განაწყენებული მშობელი, ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ მისი შვილი ყველაზე უკეთესად თამაშობს ფეხბურთს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 43 /
gio: გენაცვალე ძმაო, ძლივს ობიექტური შეფასება წავიკითხე ერთმანეთის ლანძღვის გარეშე
ქომაგი
04 იანვარი 2016 18:31
0
ქალბატონ ქომაგს, ოჯზხს მიხედე, ოჯახს.
okribeli
04 იანვარი 2016 18:18
0
ავსაჯანა 80-იანი წლების საბჭოთა პროვინციელი ტიპის მწვრთნელია.თან წაუმექრთამებს.მთავარია უკეთესი იპოვონ
R-7
04 იანვარი 2016 18:15
0
ავსაჯანიშვილი დიდი ალბათობით ვერ გავიდოდა ელიტრაუნდიდან და მერე კი გალანძღავდით(ჯერ ჯგუფში თამაში რომ წააგო მაშინ უკვე გაილანძღა)! ავსაჯანიშვილი კი არა აგერ "ლორან ბლანის" გაშვება უნდათ პსჟ-დან არა და ტიპმა ყველაფერი მოიგო ლიგის გარდა! თუ გოჩაზე უკეთესი მწვრთნელი არ დანიშნეს მერე უკვე შეიძლება ღვარძლზე ლაპარაკი... ასე რომ ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილება იყო!ისე საერთოდ ბავშვთა ფეხბურთში ძალიან სუსტი მწვრთნელები არიან, ზოგიერთ შემთხვევაში გარტყმაში არ არიან ფეხბურთის და მარტო ბავშვთა ფეხბურთი კი არა, ქართული ფეხბურთი გასაწმენდია უვარგისი მწვრთნელ- ფეხბურთელებიანად... ეყოფათ მუქთა ფულის ჭამა!!!
Gio
04 იანვარი 2016 17:53
0
okribeli: მე არანაირ შარს არ ვეძებ. უბრალოდ შეურაცხყოფას არავის არ ვპატიობ და მაგიტომაც მინდა შენი ერთი-ერთზე ნახვა.
შენ თუ ვინმეს არ ეთანხმები, უნდა შეეკამათო ზრდილობის ფარგლებში. ისე რომ არავის შეურაცხყოფა არ მიაყენო
ქომაგი
04 იანვარი 2016 17:46
0
ქომაგოს, ... შემეშვი, რანდევუსთვის სხვაზე იჩალიჩე.
okribeli
04 იანვარი 2016 17:22
0
avaza: მესმის მეგობარო შენ სხვა ინფორმაცია ფლობ, მე სხვას და მაგიტომაც არ ემთხვევა ერთმანეთს.
მე გოჩას არც ვიცნობ, უბრალოდ გამოვდივარ იქიდან რასაც ბავშთა ფეხბურთში მოღვაწე ადამიანები ამბობენ. იმაზე რატომ არ დაფიქრებულხართ იგივე პრეტენზიები რატომ არ გააჩნიათ დევდარიანის მიმართ, მაისურაძის მიმართ? გარდა ამისა იმას ვამბობ რომ ამ ნაკრებით უკეთესი შედეგი უნდა გვეჩვენებინა და არავითარ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა მდგარიყო გასვლა-არ გასვლა
ქომაგი
04 იანვარი 2016 17:18
0
okribels: შენ გატყობ ბრატ ნორმალური ლაპარაკი არ შეგიძლია. ვიღაც კლავიატურის ჭია არ ვარ რო აქედან მეც გეუზდელო. ამ ახალ წლებზე არ მინდოდა ხასიათის გაფუჭება, მაგრამ შენნაირები არ ისვენებენ. მობილურის ნომერი დაწერე აქ და ამ დღეებში განახებ ვინაა "იუზგარი".
სხვა დროს რომ სხვებს მაინც არ ეუზრდელო.
ქომაგი
04 იანვარი 2016 17:03
0
Yველაფრის სატავე კალადზეა ხომ გახსოვტ საფეხბურტო სკოლა ოლიმპი უსჰველავინმემ ვერა ხოდა ....
Imereli
04 იანვარი 2016 16:57
0
ქომაგი!! საუბედუროდ მართალს ამბობს ოკრიბა. არაა ავსაჯანა იმის ღირსი ასე ერთი ხელის მოსმით, რაღაც უცნაური თითიდან გამოწოვილი არგუმენტებით
როგორც შენ ამბობ თუ ახმოვანებ ფედერაციის
აზრს, მოეხსნათ მთავარი მწვრთნელობიდან. ასე ღირსეული ხალხი არ იქცევა.
avaza
04 იანვარი 2016 16:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული