საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძეს ჩააბარებენ?

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესვეურთა განცხადებით, ორგანიზაცია სტრუქტურული ცვლილებების ბოლო ეტაპზე გადავიდა. უწყების თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულებები მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ამოიწურა...

ლევან კობიაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ რამდენიმე თანამშრომელმა სამსახური საკუთარი ნებით დატოვა - გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი ბოკერიამ, სპორტულმა დირექტორმა აჩიკო არველაძემ და ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ, რომლებიც რევაზ არველაძის გუნდის წევრები იყვნენ. ბოლო ეტაპის ცვლილებები კი სხვადასხვა განყოფილების და დეპარტამენტის განახლებას გულისხმობს.

უკვე ვწერდით, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს აღარ უხელმძღვანელებს ალექსანდრე ჩივაძე. კულუარებში მის შემცვლელად თბილისის "დინამოს" თავკაცი გია გეგუჩაძე
და წლების განმავლობაში რიგის "სკონტოში" მომუშავე თამაზ პერტია სახელდებიან.

ასევე ცნობილი გახდა, რომ იანვარში ჩატარდება წლის შემაჯამებელი დაჯილდოების ღონისძიება, სადაც 2015 წლის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ფეხბურთელებსა და საფეხბურთო მოხელეებს სპეციალური პრიზები გადაეცემათ.

შეგახსენებთ, რომ ეს ღონისძიება დეკემბერში დაიგეგმა, მაგრამ დავით პეტრიაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო გადაიდო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სად დააბრუნა დინამო არარსებულ ჩემპიონატში ვაი ესენი ნაცებზე უარესები არიან ოგონდ სპორტში არგიცერიათ დიდი დრო თან ცხადაძეზე ჩასაფრებულები იქნებიან ეხლა გეგუჩაძე რომ დანიშნონ ნუ მოკლედ ,,,,,,  ხართ ფედერაციაში მოსულები დდდდდდდდდდდ
beso
16:40 04-01-2016
0
დაანებეთ თავი გეგუჩაძეს, ძლივს დაიბრუნა დინამომ ნორმალური მწვრთნელი. სხვა მოძებნეთ
grisha
15:26 04-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული