გადაწყდა, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ვასილ მაისურაძე გაწვრთნის, ხოლო 19-წლამდელებში გიორგი ყიფიანი იმუშავებს. ჯერჯერობით ვაკანტური რჩება ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა, რომელსაც ბოლოს ალექსანდრე ჩივაძე იკავებდა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 24 და 26 იანვარს თბილისში ამხანაგურ მატჩებს ბულგარელ თანატოლებთან ჩაატარებს.
17-წლამდელები კი ნოემბერში, თბილისში ოთხთა ტურნირში იასპარეზებენ, სადაც საფრანგეთის, ესპანეთისა და ჰოლანდიის თანატოლთა გუნდებს გაეჯიბრებიან, მანამდე კი ამხანაგურ მატჩებს, სექტემბერ-ოქტომბერში პოლენეთთან, სერბეთსა და ხორვატიასთან
აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების წინაშე სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, აღმასკომზე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელთათვის ხელფასები განისაზღვრა, რასაც გუნდის წარმატების შემთხვევაში ბონუსები შემდეგ დაემატება.
სისულელეა. ფეხბურთს თუ კარგად თამაშობ არავინ დაგჩაგრავს, რატომ? იმიტომ რომ კაი ფეხბურთელში კაი ფული კეთდება.