17-წლამდელთა ნაკრებში - ვასილ მაისურაძე, 19-წლიანებში - გიორგი ყიფიანი

AutoSharing Option
13 იანვარს საქართველოს ფეხბურთის აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელთა საკითხი განიხილეს.

გადაწყდა, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ვასილ მაისურაძე გაწვრთნის, ხოლო 19-წლამდელებში გიორგი ყიფიანი იმუშავებს. ჯერჯერობით ვაკანტური რჩება ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა, რომელსაც ბოლოს ალექსანდრე ჩივაძე იკავებდა.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 24 და 26 იანვარს თბილისში ამხანაგურ მატჩებს ბულგარელ თანატოლებთან ჩაატარებს.

17-წლამდელები კი ნოემბერში, თბილისში ოთხთა ტურნირში იასპარეზებენ, სადაც საფრანგეთის, ესპანეთისა და ჰოლანდიის თანატოლთა გუნდებს გაეჯიბრებიან, მანამდე კი ამხანაგურ მატჩებს, სექტემბერ-ოქტომბერში პოლენეთთან, სერბეთსა და ხორვატიასთან
გამართავენ.

აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების წინაშე სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, აღმასკომზე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელთათვის ხელფასები განისაზღვრა, რასაც გუნდის წარმატების შემთხვევაში ბონუსები შემდეგ დაემატება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ბავშვების ლაპარაკი სულ ნკი არ დაიჯერება მარა ტუ მასეა ვასკამ რაქნას ის დაიჯერეტ მაგარი მცვრტნელია
0
ვასკა გენდობიტ იქნებ მარტში შედეგი აჩვენოთ დიდი შრომა გაციეს ბიჭებმა აქამდე მისვლაში იქნებ არ ჩაუყაროტ წყალში აზრზე ხარ ბელგია გააგდეს ყველაფერი გააკეთე როგორმე გახვიდეთ წარმატებამდე დძალიან ცოტა დარჩა
tato
22:24 16-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული