ვასილ მაისურაძის არაოფიციალური დებიუტი 17-წლამდელებში "ცხინვალთან" შედგა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ეროვნული გუნდის საწვრთნელ ცენტრ "ბასაზე" ამხანაგურად ითამაშა უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ "ცხინვალთან" და 0:3 დამარცხდა.

მოგეხსენებათ, 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის თბილისური ელიტრაუნდისთვის ემზადება. მანამდე კი ჩვენს ბიჭებს მინსკის საერთაშორისო ტურნირზე მოუწევთ თამაში.

"ცხინვალთან" მატჩში შედგა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვასილ მაისურაძის არაოფიციალური დებიუტი. ცხინვალელთაგან გოლები გაიტანეს გიგა ბეჭვაიამ, ზვიად ლობჟანიძემ და უჩა ბურძენაძემ (პენალტით).

ამ მატჩში "ცხინვალის" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ დუბლშემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი ათამაშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აქვე წაგება ცუდი დასაწყისია რა ხდება ნაკრებში ამ ნაკრებს მაგრად ვბალეშიკობტ ვნახოტ რას იზავენ მინსკში წარმატებები ბიჭებო
0
ბიჭებო გული არ გაიტეხოთ.ხომ გაგიგიათ ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილი......მთავარია მინსკში გვასახელოთ და საპრიზო ადგილი დაიკავოთ.თქვენი იმედი გვაქვს
vaspa
22:33 16-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული