მინსკის საერთაშორისო ტურნირი ბელორუსის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. წელს საუკეთესოს ტიტულისთვის 12 ნაკრები იბრძოლებს.
საქართველოს ნაკრების მეტოქეები C ჯგუფში უკრაინის, მოლდოვისა და ფინეთის 17 წლამდე ნაკრებები იქნებიან.
ვასილ მაისურაძის გუნდი პირველ მატჩს 18 იანვარს მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. 19 იანვარს ქართველი 17 წლამდელები ფინეთის ნაკრებს, ხოლო 21 იანვარს უკრაინელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ასაკობრივი ნაკრები მინსკში 20 ფეხბურთელით გაემგზავრა.
17 წლამდე ნაკრების
მიხეილ ერგემლიძე (დინამო თბილისი), დავით კერესელიძე (ცხინვალი), ჯაბა კასრელიშვილი, ლაშა ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი ( სამივე 35-ე საფეხბურთო სკოლა, თბილისი), ნიკა შიხაშვილი ( საბურთალო, თბილისი), ნუგზარ სპანდერაშვილი ( 35-ე საფეხბურთო სკოლა, თბილისი), ლუკა სილაგაძე (დინამო თბილისი), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), იური ტაბატაძე, ნიკა ღლონტი (ორივე საბურთალო, თბილისი), სანდრო ანდრონიკაშვილი, ლაშა ობოლაძე (ორივე 35-ე საფეხბურთო სკოლა, თბილისი), ლუკა ასათიანი (იაგელონია, პოლონეთი), დავით კიკალიშვილი, ლევან ხარაბაძე, ლუკა ქაფიანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი კუცია ( ყველა დინამო თბილისი), ბექა ქავთარაძე ( სლავია პრაღა).
მინსკის ტურნირი 2005 წლიდან ტარდება, 2016 წლის გათამაშებაში კი მონაწილეობას ბელორუსიის, ლატვიის, სლოვენიის, ირანის, რუსეთის, ლიტვის, ისრაელის, სომხეთის, მოლდოვას, უკრაინის, ფინეთისა და საქართველოს 17 წლამდე ნაკრებები მიიღებენ. ტურნირის გამარჯვებული გუნდი 24 იანვარს გამოვლინდება.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით