U17. საქართველო VS უკრაინა - გადამწყვეტი მატჩი "განვითარების თასზე"

AutoSharing Option
დღეს, 21 იანვარს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკის საერთაშორისო ტურნირში, "განვითარების თასი 2016"-ში ჯგუფის ბოლო შეხვედრას უკრაინელ თანატოლთა წინააღმდეგ გამართავს.

მინსკის საფეხბურთო მანეჟში მატჩი თბილისის დროით 17:40 სთ-ზე დაიწყება.

12-გუნდიან ტურნირზე პირველობისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად საქართველოს ნაკრებს უკრაინასთან აუცილებლად გამარჯვება, ხოლო ჯგუფის მეორე მატჩში მოლდოვასთან ფინელთა ვერმოგება სჭირდება. მოლდოვა-ფინეთის დაპირისპირება მანამდე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ვასილ მაისურაძის გუნდმა C ჯგუფში მოლდოვას ანგარიშით 5:4 სძლია, ფინეთთან კი მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკში ამ შემადგენლობით იმყოფება:
მიხეილ ერგემლიძე, დავით კერესელიძე, ჯაბა კასრელიშვილი, ლაშა
ნიკოლეიშვილი, დიმიტრი ვირუბოვი, ნიკა შიხაშვილი, ნუგზარ სპანდერაშვილი, ლუკა სილაგაძე, ლუკა გუგეშაშვილი, იური ტაბატაძე, ნიკა ღლონტი, სანდრო ანდრონიკაშვილი, ლაშა ობოლაძე, ლუკა ასათიანი, დავით კიკალიშვილი, ლევან ხარაბაძე, ლუკა ქაფიანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი კუცია, ბექა ქავთარაძე.

17-წლამდელთა ნაკრებს მარტში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი ელის, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული