24 იანვარს ახალგაზრდა "ჯვაროსნები" VII ადგილისთვის ლიტველ თანატოლებს გაეჯიბრნენ.
დაძაბული შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 1:2 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ვასილ მაისურაძის შეგირდები მარცხდებოდნენ, მაგრამ მათ მოახერხეს და მატჩი სასურველი შედეგით დაასრულეს.
ჩვენი მხრიდან თავი ლუკა სილაგაძემ და ჯაბა კასრელიშვილმა გამოიჩინეს, ლიტველთა მხრიდან კი, დომანტას ვიტკუსმა. ამ შეხვედრით საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა "განვითარების თასზე" გამოსვლა დაასრულა და მეშვიდე ადგილი დაიკავა.
სფფ-ს პრესსამსახური