U17. საქართველოს ნაკრებმა "განვითარების თასზე" VII ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკში მიმდინარე "განვითარების თასზე" დასკვნითი მატჩი გამართა.

24 იანვარს ახალგაზრდა "ჯვაროსნები" VII ადგილისთვის ლიტველ თანატოლებს გაეჯიბრნენ.

დაძაბული შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ვასილ მაისურაძის შეგირდები მარცხდებოდნენ, მაგრამ მათ მოახერხეს და მატჩი სასურველი შედეგით დაასრულეს.

ჩვენი მხრიდან თავი ლუკა სილაგაძემ და ჯაბა კასრელიშვილმა გამოიჩინეს, ლიტველთა მხრიდან კი, დომანტას ვიტკუსმა. ამ შეხვედრით საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა "განვითარების თასზე" გამოსვლა დაასრულა და მეშვიდე ადგილი დაიკავა.

სფფ-ს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 4 /
სუსტი შედეგია
ალეკსანდრე
10:33 25-01-2016
0
ბოლოს შეთამაშდნენ ერთმანეთში.გუნდმა კიდევ კარგად ითამაშა.წასვლამდე ერთი კვირით ადრე შეიქმნა ახალი გუნდი.იმედია მარტში არ შეირცხვენენ თავს.
vaspa
00:26 25-01-2016
0

სიახლეები პოპულარული