U17. საქართველოს ნაკრებმა "განვითარების თასზე" VII ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკში მიმდინარე "განვითარების თასზე" დასკვნითი მატჩი გამართა.

24 იანვარს ახალგაზრდა "ჯვაროსნები" VII ადგილისთვის ლიტველ თანატოლებს გაეჯიბრნენ.

დაძაბული შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ვასილ მაისურაძის შეგირდები მარცხდებოდნენ, მაგრამ მათ მოახერხეს და მატჩი სასურველი შედეგით დაასრულეს.

ჩვენი მხრიდან თავი ლუკა სილაგაძემ და ჯაბა კასრელიშვილმა გამოიჩინეს, ლიტველთა მხრიდან კი, დომანტას ვიტკუსმა. ამ შეხვედრით საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა "განვითარების თასზე" გამოსვლა დაასრულა და მეშვიდე ადგილი დაიკავა.

სფფ-ს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა შემადგენლობით ითამაშა რო დაწეროტ არ შეგიძლიათ? ნუთუ ასე რთულია ამის გაგება ?
nika jorbenadze
17:48 24-01-2016
0
შემადგენლობის გამხელა ცხვენიათ ალბათ ათ გუნდში მეშვიდე ადგილი მაგარია რა ტყვილა აძლევენ მწვრთნელებს ხელფასს ხალხი შიმშილით კვდება მწვრთნელებს მილიონები აქვს ხელფასი
vaxo
18:43 24-01-2016
0

სიახლეები პოპულარული