რომან ფიფია: გია გეგუჩაძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გაწვრთნის

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას განცხადებით, თბილისური გუნდის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გაწვრთნის.

"საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გია გეგუჩაძის თანადგომა დასჭირდა. გეგუჩაძემ მთხოვა გუნდიდან გაშვება და მე მას უარი ვერ ვუთხარი.

გეგუჩაძე არის ის მწვრთნელი, რომელიც "დინამოს" სჭირდებოდა და მასთან დაკავშირებით გრძელვადიანი გეგმები გვქონდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა. ჩემი ინფორმაციით, ის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს გაწვრთნის", - თქვა ფიფიამ.

შეგახსენებთ, რომ რომან ფიფია სფფ-ის აღმასკომის წევრია. ამჟამად სფფ-ში აღმასკომის სხდომა მიმდინარეობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის საკითხზე.

თბილისის "დინამოში"
გია გეგუჩაძეს სავარაუდოდ, იურაი იარაბეკი შეცვლის. სლოვაკური პრესის ინფორმაციით იარაბეკი "დინამოსთან" ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ფიფია ჯერ აკადემიას მიხედე რა ხალხი გყავს ისინიც გაუსვი მაგალიტად უგრეხელიდზე მტავარი ... იაგორა დიდი მაურინიო ოტო გაგნიდზე მაგრამ არ მიდიან იმიტომ რომ ფიფიას .... არიან რამდენი კარგი ფეხბყრტელები გაყარეტ აი ფიფიას სამარტალი
0
აჰა, იძახეთ ეხლა წინასწარ გათვლილი. პროფესორებად რომ მოაქვს ზოგ-ზოგიერთებს თავი და იძახით ყველაფერი წინასწარ იყოვო. წინასწარ კი არ იყო ცხადაძემ დაიღუპა თავი
Kaxa
11:30 26-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული