შეხვედრაში ანგარიში 30-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ გახსნა, 69-ე წუთზე კი ენვერ ლილუაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.
შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს, "დინამოს" აკადემიის ხელოვნურსაფარიან მოედანზე, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა გიორგი ყიფიანის თავკაცობით ბულგარელ თანატოლთა წინააღმდეგ პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, რომელიც უგოლოდ დასრულდა.
ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდამდე კი, რომელიც ესპანეთში გაიმართება, 19-წლამდელთა ნაკრები შეკრებას მონტენეგროში გაივლის.