ლევან კობიაშვილი: გია გეგუჩაძის კონტრაქტი იქნება გათვლილი შედეგზე

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიხეილ მესხის სახელობის საპრესკონფერენციო დარბაზში 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე წარადგინა.

"მიხარია, რომ გია გეგუჩაძე ჩვენთანაა. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო "დინამოს". მათთვის მარტივი არ იყო გეგუჩაძის დათმობა, რადგან ის კარგად მუშაობდა გუნდში.

საბედნიეროდ, მოხდა შეთანხმება და ეს ჩვენი ერთგვარი წარმატებაც არის. ჩვენ გვჭირდება ასეთი სპეციალისტი.

ასევე მადლობა მინდა გადავუხადო გიას, რომელიც დათანხმდა ჩვენს წინადადებას. ჩვენი ხედვები ერთმანეთისას ემთხვევა და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგები გვექნება ამ მიმართულებით.

გია არის სპეციალისტი, რომელსაც გამოცდილება აქვს
ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის. სწორედ ამიტომ გავაკეთეთ არჩევანი მასზე. იმედი მაქვს, ჩვენი მუშაობა ნაყოფიერი იქნება.

გეგუჩაძის კონტრაქტი იქნება 3-წლიანი, ანუ 2018 წლის ბოლომდე და გათვლილი იქნება მხოლოდ შედეგზე.

ეს შესარჩევი ჯერ მიმდინარეობს... მომდევნო შესარჩევის მეტოქეები ჯერ არ ვიცით. როცა გვეცოდინება, იქნება მინიმალური შედეგი დაწესებული. იქნება იგივე სისტემა - დაესახება გუნდს მიზნად მინიმალური შედეგის მიღწევა და გიას კონტრაქტიც იქნება გათვლილი შედეგზე. შედეგზე იქნება დამოკიდებული ხელფასიც.

რაც შეეხება კახა ცხადაძეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მზად ვარ, შევხვდე და ვესაუბრო, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდეს კონტრაქტის გაწყვეტა, მაგრამ აღნიშნული შეხვედრა ჯერ არ შემდგარა", - თქვა კობიაშვილმა.

"მინდა მადლობა გადავუხადო "დინამოს". მასთან განშორება ჩემთვის იოლი არ იყო. მადლობა სფფ-სა და ლევანს ამ ნდობისთვის, რომელიც დიდი პატივია ჩემთვის.

ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ამ გადაწყვეტილების მიღებაში იმ გარემოებებმა ითამაშა, რაც ჩვენს საუბარში ითქვა - ერთნაირი ხედვები გვაქვს მრავალი კუთხით.

ჩემთვის ამ თანამდებობაზე დანიშვნა ერთგვარი გამოწვევაა. მე ასაკობრივი ნაკრებების კოორდინატორიც ვიქნები. ერთ სისტემაში მოქცევა აუცილებელი რამაა, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ფეხბურთს სჭირდება.

მიზანი იქნება ნაკრების წინ წაწევა და ეროვნულ ნაკრებს მოვუმზადოთ ფეხბურთელები", - თქვა გეგუჩაძემ.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ძირს კობი და გაუმარჯოს დომენტის და აფხაზეთის დამოუკიდებლობას ხო კიდე ცხადაძეს და მის მოტრფიალე ფეხბურთის მოყვარულებსაც გაუმარჯოს და ასე ესმის ზოგიერთს ქართული ფეხბურთის აღმავლობა და სიყვარული.საერთოდ ბურთის გორება რო იციან ამ ქვეყანაში ისიც მიკვირს ეგეტი გულსემატკივრობის გადამკიდე.
quTaiseli
10:49 28-01-2016
0
თუ ფედერაციამ არ გაასაჯაროა ახალი მწვრთნელის ხელფასი, მითუმეტეს თუ ის ჩვენი ბიუჯეტიდან იქნება გადახდილი,მაშინ გამოდის, რომ ყველაფერი, რაც ცხადაძის გარშემო დატრიალდა, ბლეფია და მეტი არაფერი.
gela
10:43 28-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული