U17. საქართველო VS სომხეთი - სპარინგი უფროს მეზობლებთან

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 თებერვალს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ღია ვარჯიში გამართა. დღეს კი, 14 საათზე, ამავე სტადიონზე, ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში სომხეთის 18-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდება.

ეს გუნდები ერთმანეთს 3 მარტს შეხვდებიან და ეს მატჩიც ვაკეში გაიმართება (14:00). მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

...მატჩის წინა დღეს მაისურაძემ შეგირდები საათზე მეტხანს ავარჯიშა. წვრთნას დაესწრნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი გია გეგუჩაძე, რომელიც, ამავდროულად, ყველა ასაკობრივ ნაკრებს კურირებს.

ჩვენი 17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის თბილისური ელიტრაუნდისთვის ემზადებიან. 15-20 მარტს
საქართველოს ნაკრების მეტოქეები იტალია, რუსეთი და ბოსნია იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ მაისურაძის გუნდი მეზობლებთან სათამაშოდ ამ შემადგენლობით ემზადება:

ნიკა შიხაშვილი (საბურთალო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ლუკა ქაფიანიძე (დინამო თბ), ნიკა ნინუა (დინამო თბ), ბექა ქავთარაძე (35-ე სკოლა), ლაშა ოზბეთელაშვილი (ლოკომოტივი), ჯაბა კასრელიშვილი (35-ე სკოლა), ლუკა ასათიანი (იაგელონია, პოლონეთი), ნუგზარ სპანდერაშვილი (35-ე სკოლა), ლაშა ნიკოლეიშვილი (35-ე სკოლა), დავით კიკალიშვილი (დინამო თბ), დავით კერესელიძე (ცხინვალი), დიმიტრი ვირუბოვი (35-ე სკოლა), ლევან ხარაბაძე (დინამო თბ), ლუკა გუგეშაშვილი (იაგელონია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ლუკა სილაგაძე (დინამო თბ), სანდრო შეწირული (ლოკომოტივი), გიორგი კუცია (დინამო თბ), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (35-ე სკოლა), ზურა დავითაშვილი (დინამო თბ), გიორგი ივანიაძე (საბურთალო).
მკითხველის კომენტარები / 4 /
დავითაშვილი პატრონიანია გენაცვალე საბავშო ბაგიდან გამოიყვანენ ცოტახანში პატრონიან ბავშვებს ვასკა უფრო სამართლიანი მეგონა მაგრამ რაქნას რო უბრძანებენ რაქნას თავს საქმეს ხო არ გაიფუჭებს გცხვენოდეთ ცუდად ჩანს თქვენი მოქმედებები
vaxo
15:37 01-03-2016
0
რა უნდა დავწეროთ დავითაშვილს იმხელა პატრონი ყავს ჩვენ რას გავხდებით როგპრ დავიჯერო რობინიოს და ქიმერას ამ საბავშო ბაგიდან მოყვანილმა ბავშმა აჯობა? მაგრამ რაქნან პატრონი არ ყავთ ქიმერას მაგის ტოლი ნაბიჯები აქ არ გრცხვენიათ? მართლა სულ ერთდა იგივე პატრონზე ვილაპარაკოტ სულ პატრონი უნდა ეძებონ? ვასკა სამართლიანი მეგონა მაგრამ რაქნას თუ უბრძანეს სირცხვილი თქვენ სასაცილოდ გამოიყურებით ხალხო სირცხვილია
vaxo
15:23 01-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული