გუნდმა მინი-ტურნირისთვის მზადება იანვარში დაიწყო და თბილისში ბულგარეთთან ორი საკონტროლო მატჩი გამართა: პირველი 0:0 დაასრულა, მეორეში კი ქართველებმა 2:0 გაიმარჯვეს.
ჩვენები ახლა ჩერნოგორიაში არიან. ყიფიანის გუნდი დაბინავდა პოდგორიცაში, სადაც 1-ელ და 3 მარტს ამ ქვეყნის 19
მეკარეები: ოთო გოშაძე, გიორგი ჩოჩიშვილი (ორივე - საბურთალო);
მცველები: ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობაური (ორივე - დინამო თბ), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), რომან ჩაჩუა (შუქურა), გიორგი ახალაძე (სამტრედია);
ნახევარმცველები: შერმადინ ართმელაძე, დავით სამურკასოვი, გიორგი პაპუაშვილი, რატი არდაზიშვილი (ყველა - ლოკომოტივი), ლადო მამუჩაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, გიორგი კოხრეიძე (ყველა - საბურთალო), ირაკლი კომახიძე (შუქურა), ლუკა ფოჩხუა (დინამო თბ), ნიკა ქორიძე (რეჯინა, იტალია);
თავდამსხმელები: ბექა მიქელთაძე, ენვერ ლილუაშვილი (ორივე - დინამო თბ), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი).
"ბოლო მომენტში შემადგენლობაში რამდენიმე კორექტივი შევიტანეთ. მაგალითად, ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში დავესწარი "ლოკომოტივისა" და "სამტრედიის" შეხვედრას. მომეწონა თბილისელთა შემტევი ნახევარმცველი რატი არდაზიშვილი, რომელიც მანამდე ნაკრებში არ იყო გამოძახებული. მან თავი კარგად წარმოაჩინა.
ჩერნოგორიასთან კიდევ რამდენიმე მოთამაშე დავიმატეთ და თავის გამოჩენის შანსს მათაც მივცემთ", - ამბობს ყიფიანი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"