გეგუჩაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში ასისტენტად ჭიაბრიშვილს უხმო

AutoSharing Option
2 მარტს "ბასაზე" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატებმა ივარჯიშეს. 21-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გაცნობითი ხასიათის შეკრება მოაწყო. მასში მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელები მონაწილეობდნენ...

მაგრამ გუშინ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ დაკომპლექტდა ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი. გეგუჩაძის ასისტენტი, როგორც sportall.ge ზუსტად ერთი თვის წინ ვარაუდობდა, "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი გახდა.

მეკარეებს დავით გვარამაძე გაწვრთნის, ხოლო ახალგაზრდული ნაკრების ფიზმომზადებაზე სერბი ივან ვუჩეტიჩი იზრუნებს.
ჩვენი ინფორმაციით, სამწვრთნელო შტაბში კიდევ არის რამდენიმე სპეციალისტი.

საქართველოს ნაკრები უშუალოდ სან მარინოსთან ევროშესარჩევი მატჩისთვის სამზადისს 19 მარტს დაიწყებს. ჩვენი გუნდის შემადგენლობა მომავალ კვირას გახდება ცნობილი. სან მარინოს 23 მარტს, "მიხეილ მესხზე" ვუმასპინძლებთ. 28 მარტს კი ქართველი 21-წლამდელები ზესტაფონში, "დავით აბაშიძეზე", უკრაინელ თანატოლებთან ამხანაგურ მატჩში მოსინჯავენ ძალებს.

წვრთნაში შემდეგმა ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ბექა ქურდაძე (საბურთალო), დავით მარიამიძე (დილა);
მცველები: თორნიკე კირკიტაძე (ჩიხურა), აკაკი შულაია (სიონი), გიორგი თევზაძე (დინამო თბ), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ზურაბ მალანია (შუქურა), ზურაბ ჯაფიაშვილი (სიონი), ლუკა ნოზაძე (გურია);
ნახევარმცველები: ოლეგ მამასახლისი (ტორპედო), მათე კვირკვია (დილა), ლაშა ქოჩლაძე (ცხინვალი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ზაურ გოგუაძე (მერანი), ირაკლი რუხაძე (საბურთალო);
თავდამსხმელები: მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი), ილია კერძევაძე (შუქურა), გურამ გოშთელიანი, გიორგი ხორხელი (ორივე - საბურთალო).

"აუცილებელი იყო ჩვენი შეხვედრა ამ ფეხბურთელებთან. ნაწილს ვიცნობდი, მათთან მიმუშავია კიდეც, ნაწილი კი ახლა უნდა გავიცნო. გამომდინარე იქიდან, თუ როგორ თამაშობენ ისინი თავიანთ კლუბებში, გადავწყვიტეთ, ეს ვარჯიში ჩაგვეტარებინა.

გარდა ამისა, კიდევ ბევრი გამოსაძახებელი გვყავს სიაში. რესურსი არის და ჩვენი სურვილია, ეს რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ", - ასეთი კომენტარი გააკეთა გეგუჩაძემ ვარჯიშის დასრულების შემდეგ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შოთაც სომეხიაო,სომხებმა და რა გასაკვირია მესიც რომ სომეხად მიიჩნიონ ...............
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული