საქართველო(U17)-სომხეთი(U18) 3:0 - სომხები მეორე ჯერზეც დავამარცხეთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 3 მარტს, საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სომხეთის 18-წლამდელთა გუნდს მეორეჯერ უმასპინძლა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გამარჯვება კვლავ ვასილ მაისურაძის შეგირდებს დარჩათ - 3:0.

ქართველმა ფეხბურთელებმა საქმე შეხვედრის დაწყებიდან 18 წუთში მოათავეს. მე-4 წუთზე მასპინძლები წინ გიორგი ივანიაძემ გაიყვანა, მე-11-ზე ბექა ქავთარაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა, ხოლო კიდევ 7 წუთში ივანიაძემ დუბლი მიითვალა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებს მეორე ტაიმშიც შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ამასთან უფრო ახლოს სტუმრები იყვნენ - დავით კერესელიძემ პენალტი აუღო ერიკ პეტროსიანს.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი ამხანაგური შეხვედრა პირველ მარტს, ასევე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა და მაშინ ქართველებმა ანგარიშით 4:1 გაიმარჯვეს.

ვასილ მაისურაძის გუნდი 6 მარტიდან ისევ შეიკრიბება და სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გააგრძელებს თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მზადებას.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენი 17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის თბილისური ელიტრაუნდისთვის ემზადებიან. 15-20 მარტს საქართველოს ნაკრების მეტოქეები იტალია, რუსეთი და ბოსნია იქნებიან.

ასევე იხილეთ:
საქართველო(U17)-სომხეთი(U18) 4:1 - გამარჯვება პირველ სპარინგში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
წარმატებები ბიჭებო ტქვენტან რა გვინდა მაგრამ იტალია და რუსეტია საქმე იქ მინდა წარმატებები გქონდეტ აბა ტქვენ იციტ სომხებს ყველაზე სუსტი ნაკრები ყავს ამიტ ნაკრების შეფასება არ გამოვა
0
კიდევ ერთხელ ვწერ, ეს სომხეთის 19 წლამდელთა გუნდია და არა უ18! სომხები თვითონ წერენ ამას. გამოასწორეთ!
zaza
19:33 03-03-2016
0

სიახლეები პოპულარული