მონტენეგრო(U19)-საქართველო(U19) 0:2 - რევანში აღებულია

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგურ მატჩში სტუმრად, პოდგორიცაში, 2:0 დაამარცხა მონტენეგროს 19-წლამდე ნაკრები. გიორგი ყიფიანის შეგირდებმა ორი დღის წინ ჩატარებულ შეხვედრაში (0:2) დაშვებული შეცდომები სწორად გააანალიზეს და მოახლოებული ელიტ-რაუნდის წინ დადებითი განწყობა შეიქმნეს. გოლები რატი არდაზიშვილმა და შერმადინ ართმელაძემ გაიტანეს.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი 24-29 მარტს სევილიაში გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქეები მასპინძელი ესპანეთი, ინგლისი და საბერძნეთი იქნებიან.

მონტენეგროსთან მატჩში გიორგი ყიფიანმა ამჯერად ასეთი შემადგენლობა ათამაშა:

გოშაძე, ჩაჩუა, ლოჩოშვილი, არდაზიშვილი, კობოური, პაპუაშვილი (მამუჩაშვილი 85), ქორიძე (ართმელაძე 79), მიქელთაძე, ჭიჭინაძე,
სამურკასოვი (ბიძინაშვილი 79), ლილუაშვილი (კიკნაძე 62).

სფფ-ს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვულოცავ ყიპიანს და მის გუნდს გამარჯვებას
CHACHI
09:14 04-03-2016
0
თვალები მატყუებს თუ შეცდომით წერია ? კიდე დალიე ავტორ?
beso
02:08 04-03-2016
0

სიახლეები პოპულარული