პრესკონფერენციის შემდეგ ლუკა ასათიანთან გასაუბრების საშუალება მოგვეცა. ის თავისი თაობის გამორჩეული ფეხბურთელია და მის გარჯაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
ცოტა ხნის წინათ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილთან ერთად, ასათიანი პოლონური
ამ კითხვით დავიწყეთ სწორედ ეს მცირე ინტერვიუ...
- ყველაფერი რიგზეა, ოღონდ ეგაა, თავიდან ენის პრობლემა მქონდა, მაგრამ ესეც მოგვარდა. "იაგელონიაში" 5-6 ისეთი მოთამაშეა, რომელმაც რუსული იცის.
- პოლონურ ყოფას, ალბათ, ლუკა გუგეშაშვილიც გიადვილებთ...
- რა თქმა უნდა, მე და ლუკა სულ ერთად ვართ. ორ ქართველს რა უნდა გაგვიჭირდეს (იცინის)?
- როგორი პირობებია პოლონეთში?
- ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ მოუმატო. საქართველოში ერთ-ორ გუნდს აქვს პირობები, იქ კი - ყველას. ინფრასტრუქტურაც შესანიშნავია.
- "იაგელონიაში" პირველი ქართველები არ ხართ...
- ჩვენამდე იქ ნიკა ძალამიძე და გიორგი ფოფხაძე თამაშობდნენ. მათ დღესაც ყველა ემადლიერება. საერთოდ, პოლონელებს ქართველები ძალიან უყვართ. რომ იტყვიან, ხელისგულზე გვატარებენ.
- სამშაბათს ელიტრაუნდი იწყება...
- ძალიან თანაბარი და რთული ჯგუფია. თუნდაც, პირველი მეტოქე ბოსნია რომ ავიღოთ, "ბაიერნის" ფეხბურთელი ჰყავს. იტალია და რუსეთი რომ სუსტები არ იქნებიან, ყველამ ვიცით. უნდა შევძლოთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი. ამისთვის ყველანაირად მზად ვართ და მწამს, ეს შეგვიძლია კიდეც. მეორე მხრივ, მათი მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.
მჯერა, ვისაც უყვარს ფეხბურთი და ექნება შესაძლებლობა, მოვა სტადიონზე და გაგვამხნევებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"