10:12 16-03-2016
U17. რუსეთი-იტალია 0:4 - ვარსკვლავის დაბადება [VIDEO]
AutoSharing Option
მე-2 წუთზე იტალია მეტობაში დარჩა. რუსთა მეკარემ და კაპიტანმა მატვეი საფონოვმა "ბოლო იმედის" ჯარიმით შეაჩერა მასთან პირისპირ გასული მარკო ოლივიერი. ბერძენმა მსაჯმა პენალტი დანიშნა, დამნაშავე კი მინდვრიდან გააძევა.
ჯარიმა იმდენად აშკარა იყო, თვით რუსებსაც კი არ გამოუხატავთ პროტესტი...
პატარა "სკუადრა აძურას" კაპიტანმა ფილიპო მელეგონიმ უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი მშვიდად აღასრულა.
მერე იყო იტალიელთა უამრავი მომენტი, კინის ორი გოლი (ამათგან, ერთი - ულამაზესი)... რუსთა რბევა კი ანდრეა პინამონტიმ დაასრულა.
რუსებს ერთადერთი შანსი მე-8 წუთზე ჰქონდათ. იტალია კლასით იმდენად მაღლა იდგა მეტოქეზე, არა გვგონია, ანგარიშში სხვაობა ბევრად ნაკლები ყოფილიყო, რუსეთს 11 ფეხბურთელით რომ ეთამაშა...
რუსეთი ჩვენი მომდევნო მეტოქეა. ამ გუნდთან გამარჯვება აშკარად შეიძლება.
ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. III ჯგუფი. I ტური
15.03. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო)
რუსეთი-იტალია 0:4
გოლები: 0:1 მელეგონი (5), 0:2 კინი (25), 0:3 კინი (66), 0:4 პინამონტი (73)
რუსეთი: საფონოვი, გოლუბევი, ბოროდინი, ვოლკოვი, ისაევი, უტკინი (41. ვოლოდნინი), სულეიმანოვი (4. კოსარევსკი), რუდენკო (58. იგნატიევი), ლაცევიჩი, გრულიოვი, ლუკიანჩიკოვი.
სათადარიგოები: პაცევი, იაკოვლევი, გორბუნინი
მწვრთნელი: სერგეი მატვეევი
იტალია: პლიცარი, ბელანოვა, ბიანკი, ბასტონი, ძანანდრეა (15. პელეგრინი), ოლივიერი (78. სეტოლა), მელეგონი, მილიტარი, ფრატეზი, პინამონტი, კინი (75. გორი).
სათადარიგო: კოპოლა
მწვრთნელი: ალესანდრო დალ კანტო
გაფრთხილება: რუდენკო (36), ბელანოვა (53), ლაცევიჩი (67), ლუკიანჩიკოვი (69)
გაძევება: საფონოვი (2)
არბიტრი: გ. კიზასი (საბერძნეთი)
15.03. თბილისი. "მიხეილ მესხი"
ბოსნია-საქართველო 2:1
გოლები: 0:1 ივანიაძე (15), 1:1 რეშიჩი (17), 2:1კოვაჩი (75)
დარჩენილი მატჩები
17 მარტი
14:00 რუსეთი-საქართველო ("მიხეილ მესხი")
16:00 იტალია-ბოსნია ("მიხეილ მესხი", სათ)
20 მარტი
14:00 ბოსნია-რუსეთი ("მიხეილ მესხი", სათ)
14:00 საქართველო-იტალია ("მიხეილ მესხი").
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
ჩემი კომენტარი კი იმიტომ დავწერე, რომ მეგობრის საფეხბურთო ხედვაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარებოდა, მაგრამ მაინც სასიამოვნოა როცა ერთ-ერთში ემთხვევა მისი ნათქვამი და ჟურნალისტის ნააზრევი.