საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ესპანეთში გაემგზავრა

AutoSharing Option
დღეს, 19 მარტს დილით საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ესპანეთში გაემგზავრა.

24-29 მარტს გიორგი ყიფიანის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ელიტრაუნდში ითამაშებს, იქამდე კი 5-დღიან მზადებას სწორედ ტურნირის მასპინძელ ქალაქ სევილიაში გაივლის.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ელიტრაუნდში ესპანეთი, ინგლისი და საბერძნეთი იქნებიან. ქართველთა სათამაშო განრიგი კი ასეთია:

24 მარტი
ინგლისი - საქართველო

26 მარტი
ესპანეთი - საქართველო

29 მარტი
საქართველო - საბერძნეთი

გიორგი ყიფიანმა სევილიაში შემდეგი 18 ფეხბურთელი წაიყვანა:

მეკარეები: ოთო გოშაძე (საბურთალო), გიორგი ჩოჩიშვილი (საბურთალო);

მცველები:
ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო),
რომან ჩაჩუა (შუქურა), ირაკლი კომახიძე (შუქურა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), გიორგი ახალაძე (სამტრედია);

ნახევარმცველები:
დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო), ირაკლი ბიძინაშვილი (საბურთალო), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი), შერმადინ ართმელაძე (ლოკომოტივი), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი);

თავდამსხმელები:
გურამ გოშთელიანი (საბურთალო), ბექა მიქელთაძე (დინამო), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა).

სფფ-ს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 10 /
Mართლაც პირველი რაც თვალში მოსახვედრია ლოკომოტივი და საბურთალოდანაა ძირითადი გუნდი,რითაც შეიძლება ვიმსჯელოთ რომ ვიღაც ვიღაცეების წინაშე ვალდებულია და ამით მადლობას უხდის ,ანუ ვალს უბრუნებს.ისე არაბიძე თავდამსხმელებში რატო წერი ვერ მივხვდი აშკარად ფლანგის ნახევარმცველია.
Zviad
12:31 20-03-2016
0
ასეთი ბოგმიანი ხალხი რომ ხართ, იმიტომაა კარგად საქართველოს საქმე. ვაი ამ ქვეყნის პატროს! ჩასაქოლი ერი ვართ. უსურვეთ წარმატება ბიჭEბს და უგულშემატკივრეთ. მწვრთნელმა იცის თAვისი საქმე! თქვენი საქმე და მოვალეობა გულშემატკივრობაა!!! სამარცხვინო ხალხი ხართ!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული