ვასილ მაისურაძე: თამაშით თავი არავისთან შეგვირცხვენია

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ იტალიასთან ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ბოლო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მე მიმაჩნია, რომ ევროპის ერთ-ერთ გრანდს ვეთამაშეთ დღეს. ვერ ვიტყვი, რომ მეორე ნომრად ვითამაშეთ.

თავიდანვე ვთქვი, რომ ყველა თამაშს პირველ ნომრად ვითამაშებდით. დღეს ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ იტალიელებს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დაგვჩაგრეს.

თამაშის წინ ფეხბურთელები გავაფრთხილე, რომ არანაირ პროვოკაციას არ აყოლოდნენ, მაგრამ თვითონ ასაკია ისეთი და ჩვენმა მარცხენა მცველმა მაინც ჩაიდინა ის, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეკეთებინა.

თამაში ძირითადად ფიზიკურ ორთაბრძოლებზე იყო აგებული,
ძალიან ხისტი და ტემპიანი მატჩი გამოდგა, თუმცა, საბოლოოდ, დავთმეთ.

ბევრი იწერება იმაზე, რომ ამ თაობის წარმომადგენლებში არიან ისეთი ბიჭები, ვისი გამოყენებაც შემეძლო, მაგრამ ამას ვერ დავეთანხმები, რადგან ეს ბიჭები ან დუბლების ჩემპიობატში უნდა ასპარეზობდნენ, ან უმაღლესი ლიგის გუნდის 18-კაციან განაცხადში იყვნენ. ასე რომ არ არის ისეთი კონტიგენტი, რომელიც ჩვენ ვერ გამოვიყენეთ.

რაც შეეხება სიმწვავეს, ვიტყვი, რომ თავდასხმის ხაზში მეტი სიმწვავე და მეტი შემსრულებლობაა საჭირო. მოვიკოჭლებთ, მაგრამ არის ნათელი წერტილები და ბიჭებს ვერაფერს დავაბრალებ - სრულ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ.

უბრალოდ ერთის თქმა მსურს - თამაშით თავი არავისთან შეგვირცხვენია! 0 ქულისთვის კი ქართველ გულშემატკივარს დიდ ბოდიშს ვუხდი.

ამ გუნდში ჩემი შესაძლებლობების ამოწურვისთვის ორი თვე არ მეყო. შესაძლოა, სხვა მწვრთნელი რომ ჰყოლოდა ამ ნაკრებს, ჯგუფში 4 ქულა მაინც აეღო, მაგრამ ეს ფეხბურთია და ხდება ხოლმე ასეც…

პირველ თამაშში რომ არა ის დასანანი გოლი და მარცხი, მეტს გავაკეთებდით. ამ ასაკში ასეთი გოლის შემდეგ რთულია მობილიზება და ამოქაჩვა. ფაქტია, მეტი ვეღარ შევძელით.

რუსეთის ნაკრებზე მინდა ვთქვა. ბევრი დაიწერა, რომ ამ ნაკრებმა რუსეთს ყაზახეთის თასზე მოუგო… მე პირდაპირ ვიძახი, რომ თუ იმ გუნდიდან ერთ ფეხბურთელსაც იპოვით, რომელიც ყაზახეთში მოთამაშე რუსეთის ნაკრებში იყო და აქ ჩამოსულშიც, მზად ვარ განცხადება დავწერო და დღესვე დავტოვო ნაკრების პოსტი - ეს იყო სკოლის ბავშვებით დაკომპლექტებული გუნდი.

არაა ლამაზი უბრალოდ, რომ იწერება ორი თვის წინ მოუგეს და ახლა ვერაო… სიყვარულით ვამბობ ამას და არა რაიმე ნიშნის მოგებით", - განაცხადა მაისურაძემ.

- U17. საქართველოს ნაკრებმა ელიტრაუნდი ქულის გარეშე დაასრულა
მკითხველის კომენტარები / 41 /
ეს დალაგებულია საერთოდ? ან თვალები ჰო არ აქვს მიხატული?

ჩემი ბრალი ყოფილა ეგრე გამოვიდა ელიტ რაუნდის ფიასკო.
giga
17:20 20-03-2016
0
ეგ ბატონო ვასილ ჩვენთვის უკვე დიდების ნაკრებიდანაა ნაცნობი, ისინიც უბრალოდ აგებენ და არ უმართლებთ, თორემ თამაშის ხარისხით კი არ ჩამოუვარდებოდნენ, აღემატებოდნენ კიდევაც ყველას ვისაც შეხვედრიან, რავი, წაგების დროს ესე ამბობენ ყოველთვის დაკვირვებული ვარ და პატარა ნაკრების მწვრთვნელმაც რომ თქვას ესე, დიდი ამბავი
llcl
17:21 20-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული