ვასილ მაისურაძე: თამაშით თავი არავისთან შეგვირცხვენია

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ იტალიასთან ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის ბოლო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მე მიმაჩნია, რომ ევროპის ერთ-ერთ გრანდს ვეთამაშეთ დღეს. ვერ ვიტყვი, რომ მეორე ნომრად ვითამაშეთ.

თავიდანვე ვთქვი, რომ ყველა თამაშს პირველ ნომრად ვითამაშებდით. დღეს ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ იტალიელებს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დაგვჩაგრეს.

თამაშის წინ ფეხბურთელები გავაფრთხილე, რომ არანაირ პროვოკაციას არ აყოლოდნენ, მაგრამ თვითონ ასაკია ისეთი და ჩვენმა მარცხენა მცველმა მაინც ჩაიდინა ის, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეკეთებინა.

თამაში ძირითადად ფიზიკურ ორთაბრძოლებზე იყო აგებული,
ძალიან ხისტი და ტემპიანი მატჩი გამოდგა, თუმცა, საბოლოოდ, დავთმეთ.

ბევრი იწერება იმაზე, რომ ამ თაობის წარმომადგენლებში არიან ისეთი ბიჭები, ვისი გამოყენებაც შემეძლო, მაგრამ ამას ვერ დავეთანხმები, რადგან ეს ბიჭები ან დუბლების ჩემპიობატში უნდა ასპარეზობდნენ, ან უმაღლესი ლიგის გუნდის 18-კაციან განაცხადში იყვნენ. ასე რომ არ არის ისეთი კონტიგენტი, რომელიც ჩვენ ვერ გამოვიყენეთ.

რაც შეეხება სიმწვავეს, ვიტყვი, რომ თავდასხმის ხაზში მეტი სიმწვავე და მეტი შემსრულებლობაა საჭირო. მოვიკოჭლებთ, მაგრამ არის ნათელი წერტილები და ბიჭებს ვერაფერს დავაბრალებ - სრულ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ.

უბრალოდ ერთის თქმა მსურს - თამაშით თავი არავისთან შეგვირცხვენია! 0 ქულისთვის კი ქართველ გულშემატკივარს დიდ ბოდიშს ვუხდი.

ამ გუნდში ჩემი შესაძლებლობების ამოწურვისთვის ორი თვე არ მეყო. შესაძლოა, სხვა მწვრთნელი რომ ჰყოლოდა ამ ნაკრებს, ჯგუფში 4 ქულა მაინც აეღო, მაგრამ ეს ფეხბურთია და ხდება ხოლმე ასეც…

პირველ თამაშში რომ არა ის დასანანი გოლი და მარცხი, მეტს გავაკეთებდით. ამ ასაკში ასეთი გოლის შემდეგ რთულია მობილიზება და ამოქაჩვა. ფაქტია, მეტი ვეღარ შევძელით.

რუსეთის ნაკრებზე მინდა ვთქვა. ბევრი დაიწერა, რომ ამ ნაკრებმა რუსეთს ყაზახეთის თასზე მოუგო… მე პირდაპირ ვიძახი, რომ თუ იმ გუნდიდან ერთ ფეხბურთელსაც იპოვით, რომელიც ყაზახეთში მოთამაშე რუსეთის ნაკრებში იყო და აქ ჩამოსულშიც, მზად ვარ განცხადება დავწერო და დღესვე დავტოვო ნაკრების პოსტი - ეს იყო სკოლის ბავშვებით დაკომპლექტებული გუნდი.

არაა ლამაზი უბრალოდ, რომ იწერება ორი თვის წინ მოუგეს და ახლა ვერაო… სიყვარულით ვამბობ ამას და არა რაიმე ნიშნის მოგებით", - განაცხადა მაისურაძემ.

- U17. საქართველოს ნაკრებმა ელიტრაუნდი ქულის გარეშე დაასრულა
მკითხველის კომენტარები / 41 /
ვაი თქვე უსუსურებო, არ არის ტქვენი საშველი და არც იქნება სანამ ზემოდან დავალებით ათამაშებთ ნაკრებში ბავშვებს,
gio
20 მარტი 2016 19:11
0
თავი არ შეგვირცხვენიაო!!!! აბა 0 ქულა რა არის !!! ... !!! კომენტარი კი არა უნდა- იტალიასტან წაგების შემდეგ გადამდგარიყო!!!
ტოტო
20 მარტი 2016 18:50
0
რატომ დათანხმდი სხვის ადგილს, როცა გამარჯვებული გაუშვა ფედერაციამ?
dato
20 მარტი 2016 18:44
0
100% იანია ! არაუშავს მთლიანობაში კარგი ნაკრებია, შეტევაში შემსრულებლობა არის ამ ნაკრების მინუსი.. ბიჭებო წინ გაქვთ წარმატებები... გული არ გაიტეხოთ...ვასკა მაისურაძეს წარმატებები!
Georgia
20 მარტი 2016 18:43
0
Sircxvilia mwvrtneli ese ro fiqrobs. Kvela tamashs vukure da egeti tamashi at sheileba. 5 kacs gamovarchevdi ninua chakvetadze kikaleishvili kucia gugeshashvili. 5kaci tmaash ver moigebs jobia kai seleqcia chaatarot
Nika
20 მარტი 2016 18:36
0
Ra ar shegircxvenia sami tamashi 0 qula.. tbilisis nakrebi iko samwuxarod
Nika
20 მარტი 2016 18:33
0
Grcxvenodes vaska iseti vigaceebi gkavda gamodzaxebuli raunda migegwia magit kimeriidze rogor argamoidzaxet sircxviliaa vineebitamashibdnen da kimeraa stadionidan gikurebdat kochag tkveen da rusetze roambob shecvlili nakrebiao shenc xoshecvale nakrebi? Es dabraleba magrad ici avsajanishvili shenze kargi mcvrtnelia paktia 1 gols itan 3 tamashshi da avsajanishvili bevr gols mainc itanda shesarcevshi 3 tamasshi 8 gologaitanes trenerobas tavidaanebe dda cadi sadme mushad imushave jobia argamogdisnxoxedav cina 19 cpamdelebsac 1 goligaatanine da amatac amat gols golierkva? Sircxcilia dashalet awkobilinakrebi s bavshvebi roigebdnen tamashebs kimeridze robinio virubovi da sxvadanarchenebi mashin arikvnen es sheni umaglesi ligis da dublebis bichebi da ranairad igebdnen kvelatamashd vermetkvi? Agiarebac arshegvidzlia kartvelebs da egaris kvelaze cudi
Jaba
20 მარტი 2016 18:13
0
ჩემი ბრალია ნერვებს რომ ვიშლი,აბა ეს ვითომ ფეხბურთელები ისე მიეჩვიენ წაგებას რომ სულ ღადაობის ხასიათზე არიან
მურთაზი
20 მარტი 2016 17:57
0
ფიზიკა 0 და ფსიქოლოგია კიდო ვარესი. სირცხვილი და თავის მოჭრა. ქართველი ბალეშიკები მომთმენები ვართ მარა ღირსეულ წაგებას უღირსი მოგება გვირჩევნია.
.....
20 მარტი 2016 17:52
0
ეგ ბატონო ვასილ ჩვენთვის უკვე დიდების ნაკრებიდანაა ნაცნობი, ისინიც უბრალოდ აგებენ და არ უმართლებთ, თორემ თამაშის ხარისხით კი არ ჩამოუვარდებოდნენ, აღემატებოდნენ კიდევაც ყველას ვისაც შეხვედრიან, რავი, წაგების დროს ესე ამბობენ ყოველთვის დაკვირვებული ვარ და პატარა ნაკრების მწვრთვნელმაც რომ თქვას ესე, დიდი ამბავი
llcl
20 მარტი 2016 17:21
0

სიახლეები პოპულარული