ვასილ მაისურაძემ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები დატოვა

AutoSharing Option
ვასილ მაისურაძე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს აღარ გაწვრთნის. ამის შესახებ სპეციალისტმა გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში განაცხადა.

მაისურაძის თქმით, ის მუშაობას საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში, გია გეგუჩაძესთან გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჭაბუკებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი უქულოდ დაასრულეს. გუნდი ჯერ ბოსნიასთან დამარცხდა (1:2), შემდეგ რუსეთთან (0:1), ბოლოს კი იტალიელ თანატოლებთან (0:1).

მაისურაძემ გუნდის გამოსვლა შეაფასა და წარუმატებლობის მიზეზებზეც ისაუბრა:

"რა თქმა უნდა, შეფასება უარყოფითია. საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას. ერთი კია - ტურნირის დაწყების წინ მე შევპირდი ქართველ გულშემატკივარს, რომ ვითამაშებდით "პირველ ნომრად" და
ეს შევასრულეთ კიდეც.

მთლიანობაში, ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მიმაჩნია, რომ დრო არ მეყო. ორი თვე გვქონდა ელიტრაუნდამდე, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ სწორად ვერ განვსაზღვრე საწყისი წერტილი, ის წერტილი, საიდანაც უნდა დამეწყო მუშაობა.

ამიერიდან ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ვიქნები გია გეგუჩაძესთან...".

შეგახსენებთ, რომ მაისურაძემ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, სფფ-ის გადაწყვეტილებით, წელს ჩაიბარა. მანამდე კი გუნდს გოჩა ავსაჯანიშვილი წვრთნიდა, რომლის ხელმძღვანელობითაც მოიპოვა გუნდმა ელიტრაუნდის საგზური.
მკითხველის კომენტარები / 20 /
დიდ პატივს ვცემ ლევან კობიასჰვილს როგორც ფეგბურტელს.აქ ერტია სიმარტლე ავსანჯასჰვილი არუნდა შეეცვალათ.
giga
22 მარტი 2016 12:04
0

22 მარტი 2016 11:41
qutaiseli-ს. იზვინი, მაგრამ ფეხბურთის არაფერი გაგეგება. თუ მწვრთნელს მნიშვნელობა არა აქვს, მაშინ შენი თავი ხომ არ შეგეთავაზებინა მაისურაძის ადგილზე? მიდი სცადე... კარგით რა..ეე მეგობარო ფეხბურთისაც არაფელი გაგეგება და ზრდილობასანაც მწყრალად ყოფილხარ მწვრთნელი აკეთებს საქმის 30 პროცენტს დანარჩენი ფეხბურთლეზეა დამოკიდებული მარა ეს რო იცოდე ფეხბურთი ცოტა მაინც უნდა გესმოდეს.ackureli
22 მარტი 2016 11:43
qutaiseli-ს. აზროვნებაში "სუპერ"!!!!!!!!!პო კუტაისკი!!!შენ მართლა სუპერო და მაგარო აზროვნებაც როარ დაგეწუნება და ზრდილობა და მიმართვა ხო გაქ და გაქ. _svani_
22 მარტი 2016 11:46
qutaiseli რა შუაშია დაბალი კლასი შენი აზრით იმსახურებდა ყველაზე მეტად ბოსნია 2 ბურთის გატანას ჯერ პირველი ბურთი როგორ გავუშვით საერთოდ თავზე ვეჯექით რუსეთსაც ერთი ორი შემოგვიტიეს და მოგვიგეს ეს უფრო დაცვის ყურადღების მოდუნებაა))) და ვასილ მაისურაძე გამოცდილი კაცია და არ უნდა დათანხმებულიყო ასეთ წინადადებას არ შეიძლება ახალგაზდა ბიჭები არიან და მწვრთნელი შეუცვალო ელიტრაუნდის წინ ფსიქოლოგიაზე მოქმედებს არა?!! არადა ბიჭები ყველას ტოლ-სწორად ეთამაშნენ))დაბალი კლასი შუაში კიარა თავშია მაგრამ ამას დანახვა და მიხვედრა უნდა მეტი არაფელი.
quTaiseli
22 მარტი 2016 12:03
0
qutaiseli რა შუაშია დაბალი კლასი შენი აზრით იმსახურებდა ყველაზე მეტად ბოსნია 2 ბურთის გატანას ჯერ პირველი ბურთი როგორ გავუშვით საერთოდ თავზე ვეჯექით რუსეთსაც ერთი ორი შემოგვიტიეს და მოგვიგეს ეს უფრო დაცვის ყურადღების მოდუნებაა))) და ვასილ მაისურაძე გამოცდილი კაცია და არ უნდა დათანხმებულიყო ასეთ წინადადებას არ შეიძლება ახალგაზდა ბიჭები არიან და მწვრთნელი შეუცვალო ელიტრაუნდის წინ ფსიქოლოგიაზე მოქმედებს არა?!! არადა ბიჭები ყველას ტოლ-სწორად ეთამაშნენ))
_svani_
22 მარტი 2016 11:46
0
qutaiseli-ს. აზროვნებაში "სუპერ"!!!!!!!!!პო კუტაისკი!!!
ackureli
22 მარტი 2016 11:43
0
qutaiseli-ს. იზვინი, მაგრამ ფეხბურთის არაფერი გაგეგება. თუ მწვრთნელს მნიშვნელობა არა აქვს, მაშინ შენი თავი ხომ არ შეგეთავაზებინა მაისურაძის ადგილზე? მიდი სცადე... კარგით რა...
kaki
22 მარტი 2016 11:41
0
ნაკრების წარუმატებლობა ფედერაციის კიარა ფეხბურთელების დაბალი კლასის ბრალია და ვინც ამას ვერ ხედავს რეალობასაა მოწყვეტილი.რა შუაშია ფედრაცია რო ყოფილიყო სხცა მწვრთნელი შედეგი იგივე იქნებოდა.
qutaiseli
22 მარტი 2016 11:06
0
რა ლოგიკაა, როცა ისეთ წმვრთნელს ცვლი, რომელმაც ელიტრაუნდში გაიყვანა გუნდი? კი ბატონო, გაგეშვათ, თუ ელიტრაუნდში ისეთ შედეგს აჩვენებდა, როგორიც მაისურაძემ აჩვენა (ან რა უნდა ეჩვენებინა 2 თვით ადრე დანიშნულ ადამიანს). ეხ ლევან, ლევან, შენ რა გითხარი..!!!
მებო
22 მარტი 2016 11:06
0
ეს არის ლევან კობიაშვილის პირველი, არ ვიტყოდი მარცხი, მაგრამ პირველი დიდი მინუსი. ეჭვი მაქვს, იგივე შედეგი დადგეს ეროვნული ნაკრების შემთხვევაშიც. ეს კი კატასტროფა იქნება პირადად ლევანისათვის. როცა ხდები პრეზიდენტი, უნდა გქონდეს ძალიან მტკიცე პრინციპები და არ უნდა მოექცე სხვების გავლენის ქვეშ. მოდი ცალსახად ვთქვათ, რა საჭირო იყო 17 წლამდელების შემთხვევაში მწვრთნელის შეცვლა? დაუშვათ ცხადაძე გაჯიუტდა და არ წამოვიდა შეთავაზებებზე, კი ბატონო, გაუშვი (არც ცეს იყო ცივილური, მარა..), მაგრამ ავსაჯანიშვილიც ასე მოიქცა? თუ რა იყო მიზეზი. შედეგი ხომ ქონდა ადამიანს!! ასე, რომ ყველაფერი ასაწონ-დასაწონია, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ მეგობრებო.
ძველი "ბალეშჩიკი"
22 მარტი 2016 11:02
0
პასუხისმგებლობა ეკისრება ფედერაციასაც ამ გადაწყვეტილებისათვის, 2 თვით ადრე რომ შეცვალა მწვრთნელი, რომელმაც საგზური მოიპოვა.
11
22 მარტი 2016 10:29
0
დრო რომ არ ეყო ალბათ მართალიც არის, ვასილ მაისურაძემ თავისი შესაძლებლობები არაერთხელ დაამკიცა, მაგრამ ერ დრო რომ შეიძლებოდა არ ჰქყოფნოდა კობიაშვილს არ უნდა სცოდნოდა? რა საჩქარო და აუცილებელი იყო მწვრთნელის შეცვლა ასეთ დროს?
ჩასაფრებული კაცის პოზიციიდან არ ვლაპარაკობ და დიდი იმედი მაქვს 19 წლამდელებს ბევრად უკეთესი შედეგი ექნებათ - ყველას არ წააგებენ თორემ ჯგუფიდან გასვლას ვერავინ მოსთხოვს.
irakli
22 მარტი 2016 10:22
0

სიახლეები პოპულარული