გული ამის გამო უფრო დამწყდა - რატომ ვერ მოხვდა "რეჯინას" შემტევი ყიფიანის ნაკრებში

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ესპანეთის ქალაქ სევილიაშია და ელიტრაუნდისთვის (24-29 მარტი) ემზადება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, გიორგი ყიფიანის შეგირდებს მასპინძელი ესპანეთის, ინგლისისა და საბერძნეთის ნაკრებთა წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევთ, რაც ურთულესი ამოცანაა.

ყიფიანმა სევილიაში 18 ფეხბურთელი წაიყვანა. სიაში ვერ მოხვდა "რეჯინას" შემტევი ნახევარმცველი ნიკა ქორიძე. მწვრთნელმა ის ბულგარელებთან თბილისში გამართულ ორ საკონტროლო მატჩშიც ათამაშა და თებერვალში ჩერნოგორიასთან ასევე ორ გასვლით სპარინგშიც მისცა თავის გამოჩენის შანსი.

ქორიძე არ მალავს, რომ ნაკრებს მიღმა დარჩენით გულდაწყვეტილია.

"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული ჯგუფი შეგვხვდა, ჩემი
ოცნება 19-წლამდელებში თამაში და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა იყო. რა თქმა უნდა, გამოუძახებლობით გულდაწყვეტილი ვარ.

ჩერნოგორიაში თეორიის განხილვაზე მწვრთნელმა ბულგარეთთან თამაშის ერთ-ერთი ეპიზოდი გაარჩია და ბიჭების თანდასწრებით გამომარჩია - ქორიძის თამაშში დიდი ფეხბურთის ელემენტებია და ყველასგან ამავეს ვითხოვო...

ძნელია, როცა ამ სიტყვების მერე საკუთარ გვარს 18 კაცშიც ვერ ამოიკითხავ.

მაგრამ ყველა მწვრთნელს თავისი შეხედულება აქვს და ყიფიანის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. კარიერას ახლა ვიწყებ და ჯერ ისეთი არაფერი გამიკეთებია, ნაკრებში ადგილი მოვითხოვო.

არა უშავს, ეს ჩემთვის უფრო მეტი სტიმულია. იმედია, გარკვეული დროის შემდეგ ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებშიც დავიმსახურებ თამაშს. ახლა კი, ისღა დამრჩენია, მწვრთნელსა და ბიჭებს წარმატებები ვუსურვო და ვუთხრა - შეუძლებელი არაფერია! იმედია, ჩვენები ჯგუფიდან გასვლას მოახერხებენ. ამ სიტყვებს გულწრფელად ვამბობ", - ამბობს ქორიძე.

სამი წელია, რაც 18 წლის ფეხბურთელი იტალიურ კლუბში ჩაირიცხა. ახლა "რეჯინას" ასაკობრივ გუნდში დააბრუნეს და კონტრაქტის გაფორმებას იმედოვნებს. მას საკლუბო სიახლეებიც გამოვკითხეთ:

"ჯერჯერობით, სერიოზული არაფერია. სეზონის დამთავრებას ველოდები. ამ ეტაპზე, ჩემი მთავარი ამოცანა ძირითად გუნდში თავის დამკვიდრება და კონტრაქტის გაფორმებაა. იმედია, ასეც მოხდება და კარიერაში წინსვლას მოვახერხებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოკლედ ერთი სასტავი გაძღება მერე მეორე მოვა და ასე გრძელდება ქართული ფეხბურთი კი ყველას კიდია.. ამ ბიჭს წარმატებები უნდა დაუმტკიცო რომ ყიფიანმა მაგრად მიქარა შენი არ წაყვანით
daniel
23 მარტი 2016 00:56
0
წარმატება ამ ბიჭს,,ვგულშემატკივრობ...მაგაზე კარგი რა უნდა იყოს როცა კიტხულობ ,,ვოცნებობდი მეთამაშაო,,ასეთი ადამიანი წარმატებას აუცილებლად მიაღწევს...გაიხარე ჯიგარო
luka
22 მარტი 2016 23:19
0
შემადგენლობა რო გამოცხადდა ეგრევე ვთქვი რატომ არარის 18 კაცშითქო,უმაგრესი ბიჭის შთაბეჭდილება დატოვა ბულგარეთთან მე რაც ვნახე,ხო რა უნდა დაიკიდოს და უფრო უნდა გააბრაზოს ასეთმა სიტუაციამ,წარმატებებს უსურვებ
სიმართლე
22 მარტი 2016 22:16
0
ზაზა__კაი კითხვაა ნამდვილად...ცუდი ბიჭი არ ჩანს კარგად ლაპარაკობს,ეტყობა ბავშვს ფიქრობს აზროვნებს და გული დაწყდა რა გასაკვირია..ეხლა მთავარია ხელები არ ჩამოყაროს და უბრალოდ დაიკიდოს.ამით არაფერი მთავრდება,,წარმატებებს უსურვებ სადაც არის
ubralod duru
22 მარტი 2016 21:45
0
.. გულდაწყვეტილი ფეხბურთელის ინტერვუს აქვეყნებს და ნაკრები 3 დღეა ესპანეთშია ერთი ნიუსი არ მოგიწოდებიათ ან ინტერვიუ რომელიმე ფეხბურთელითან!! ალბათ რესპოდენტი თვითონ უნდა დაგიკავშირდნენ ხო??
givi
22 მარტი 2016 18:27
0
ეს თუ სიმართლეა,მაშინ რატომ დარჩა ნაკრებს მიღმა?
ზაზა
22 მარტი 2016 17:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული