ყიფიანმა სევილიაში 18 ფეხბურთელი წაიყვანა. სიაში ვერ მოხვდა "რეჯინას" შემტევი ნახევარმცველი ნიკა ქორიძე. მწვრთნელმა ის ბულგარელებთან თბილისში გამართულ ორ საკონტროლო მატჩშიც ათამაშა და თებერვალში ჩერნოგორიასთან ასევე ორ გასვლით სპარინგშიც მისცა თავის გამოჩენის შანსი.
ქორიძე არ მალავს, რომ ნაკრებს მიღმა დარჩენით გულდაწყვეტილია.
"მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული ჯგუფი შეგვხვდა, ჩემი
ჩერნოგორიაში თეორიის განხილვაზე მწვრთნელმა ბულგარეთთან თამაშის ერთ-ერთი ეპიზოდი გაარჩია და ბიჭების თანდასწრებით გამომარჩია - ქორიძის თამაშში დიდი ფეხბურთის ელემენტებია და ყველასგან ამავეს ვითხოვო...
ძნელია, როცა ამ სიტყვების მერე საკუთარ გვარს 18 კაცშიც ვერ ამოიკითხავ.
მაგრამ ყველა მწვრთნელს თავისი შეხედულება აქვს და ყიფიანის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. კარიერას ახლა ვიწყებ და ჯერ ისეთი არაფერი გამიკეთებია, ნაკრებში ადგილი მოვითხოვო.
არა უშავს, ეს ჩემთვის უფრო მეტი სტიმულია. იმედია, გარკვეული დროის შემდეგ ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებშიც დავიმსახურებ თამაშს. ახლა კი, ისღა დამრჩენია, მწვრთნელსა და ბიჭებს წარმატებები ვუსურვო და ვუთხრა - შეუძლებელი არაფერია! იმედია, ჩვენები ჯგუფიდან გასვლას მოახერხებენ. ამ სიტყვებს გულწრფელად ვამბობ", - ამბობს ქორიძე.
სამი წელია, რაც 18 წლის ფეხბურთელი იტალიურ კლუბში ჩაირიცხა. ახლა "რეჯინას" ასაკობრივ გუნდში დააბრუნეს და კონტრაქტის გაფორმებას იმედოვნებს. მას საკლუბო სიახლეებიც გამოვკითხეთ:
"ჯერჯერობით, სერიოზული არაფერია. სეზონის დამთავრებას ველოდები. ამ ეტაპზე, ჩემი მთავარი ამოცანა ძირითად გუნდში თავის დამკვიდრება და კონტრაქტის გაფორმებაა. იმედია, ასეც მოხდება და კარიერაში წინსვლას მოვახერხებ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"