გეგუჩაძეს პრესკონფერნციაზე თან ახლდა ნაკრების ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩი 23 მარტს, 21:00 საათზე "მიხეილ მესხზე" გაიმართება. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გია გეგუჩაძის თავკაცობით პირველ ოფიციალურ მატჩს სან მარინოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
"ძალიან მნიშვნელოვანი დღე გველის ხვალ. მთავარი მწვრთნელის რანგში პირველ ოფიციალურ მატჩს ვატარებ ნაკრებში, ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება დადებითი შედეგის მიღწევა. ის ფეხბურთელები, ვინც დღეს გვყავს, მჯერა ხვალინდელ მატჩში დასახული მიზნის
ჯგუფში რთული შეხვედრები გველის, თუნდაც სტუმრად შვედეთთან.
თუმცა ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ. საკმაოდ კარგი შემადგენლობა შეიკრიბა და ამ მხრივ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად არის.
ჩემი დიდი სურვილია დიდი ყურადღება მივაქციოთ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს, რათა მათ მოტივაცია გაეზარდოთ", - განაცხადა გეგუჩაძემ.
ოთარ კიტეიშვილი: "ხვალ მნიშვნელოვანი მატჩი იქნება. ყველა ჩვენგან განსაკუთრებულ თამაშს ელოდება. მართალია, სან მარიოს ნაკრები ჩვენს ჯგუფში მყოფი გუნდებიდან შედარებით სუსტია, მაგრამ მეტოქეს სიძლიერით არ ვაფასებთ - მოსაგებად გავალთ ნებისმიერ მეტოქესთან. იყო დასანანი მარცხები, შეგვეძლო მეტი ქულის აღება, მაგრამ რას ვიზამთ, შეცდომების გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ..."