საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს გურამ ასპინძელაშვილი გაწვრთნის

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს, რომელიც წლეულს ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ რაუნდში ითამაშებს, გურამ ასპინძელაშვილი უთავკაცებს. ჩვენი ინფორმაციით, მისი ასისტენტი კახა ჩხეტიანი იქნება.

2000 წელს დაბადებულთა ნაკრები რამდენიმე დღის წინ უკვე შეიკრიბა და პირველი ვარჯიშიც ჩაატარა.

43 წლის ასპინძელაშვილს ფეხბურთელობისას "მრეტებსა" და "ზოოვეტში" უთამაშია. იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი.

სამწვრთნელო ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ ის ძირითადად გია გეგუჩაძის თანაშემწედ მუშაობდა.

რაც შეეხება ჩხეტიანს, მას არაერთ ქართულ და უცხოურ გუნდში უთამაშია. იყო საქართველოს ნაკრების წევრიც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაისურაძე გაუშვეს?????
კახუჩელა
11:50 23-03-2016
0
და სასტავი ისევ ჩაწყობითაა? დაწერეთ ბარემ ვინ გამოიძახა.მაისურაძის მაგალითი ჯერ ახალია,რომ დაგვიწყებოდათ.იმედია იგივე შეცდომებს არ გაიმეორებთ
jaba
14:18 23-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული