გოჩა ავსაჯანიშვილი: დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფიდან გავიდოდი!

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი ჯგუფში ბოლო ადგილზე დაასრულა. არადა, მანამდე ჩვენმა გუნდმა წარმატებით დაძლია პირველი ევროშესარჩევი ციკლი.

მაშინ გუნდს ხელმძღვანელობდა გოჩა ავსაჯანიშვილი, რომელსაც "ლელო" დაუკავშირდა და თბილისურ ელიტრაუნდთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა სთხოვა...

- თუ ნახეთ ელიტრაუნდის მატჩები?
- რა თქმა უნდა! სამივე თამაშს დავესწარი.

- როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების თამაშს?
- ვერ ვიტყვი, რომ რამეს ჰგავდა ჩვენი გუნდის თამაში. ორ თვეში ვერაფერს ვერ მოასწრებდა ვასილ მაისურაძე. ეს ძალზე მცირე დროა და თქვა კიდეც თქვენს გაზეთთან ინტერვიუში. მწვრთნელი ნაკლებადაა
დამნაშავე იმაში, რაც მოხდა.

- მაშ, თქვენი აზრით, საქართველოს ამ ნაკრებს გაცილებით მეტი შეუძლია?
- რა თქმა უნდა, ბევრად მეტი შეუძლია. მე ახლა ერთ მნიშვნელოვან რამეს გეტყვით - როგორც ვიცი, იყო კარნახი მთავარი მწვრთნელის მიმართ, რომ უნდა შეცვლილიყო ტაქტიკა. ის შეიცვალა კიდეც და ახალი ტაქტიკის ათვისება ორ თვეში რთულია.

როგორც ვიცი, 17-წლამდელთა ნაკრებს იმ ტაქტიკით უნდა ეთამაშა, რომლითაც ახალგაზრდული ნაკრები ითამაშებს. ჩვენ სულ 4-3-3 ტაქტიკური სქემით ვთამაშობდით. ახლა შეიცვალა ეს განლაგება და თავადაც ნახეთ, რომ სხვა ტაქტიკა იყო.

ჩემი აზრით, საკმარისად არ იყო გაანალიზებული ის მატჩები, რომლებიც ჩვენ ჩავატარეთ საერთაშორისო ტურნირებზე თუ უნგრეთში, პირველ შესარჩევ ციკლში. კიდევ გეუბნებით - ამ ნაკრებს მეტი შეუძლია. უნგრეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი, ჩემი აზრით, რუსეთსა და ბოსნიაზე ძლიერები თუ არა, ყოველ შემთხვევაში, სუსტები მაინც არ ყოფილან.

მე ახლა პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვარ. არ მინდა, ნიშნის მოგებით ვილაპარაკო. ეს არ არის გოჩა ავსაჯანიშვილის, ვასილ მაისურაძის ან ლევან კობიაშვილის ნაკრები. ეს საქართველოს ნაკრებია. ფაქტი ისაა, რომ ჩემი მოხსნით ფეხბურთის ფედერაციამ ვერაფერი მოიგო. სამ წელზე მეტი მოვყვებოდი ამ ბიჭებს და მათი ყველაფერი ვიცოდი.

კიდევ ვამბობ, მაისურაძე ვერაფერს შეცვლიდა ასეთ მოკლე დროში. ის მუშაობდა 19-წლამდელებში, აწყობილი გუნდი ჰყავდა და ისიც მოსწყვიტეს ამ გუნდს.

ანალოგიური სიტუაციაა - მითხარით, რა უნდა მოასწროს გიორგი ყიფიანმა ორ თვეში? ის ახლა იწყებს ელიტრაუნდს და მინდა წარმატებები ვუსურვო.

- როგორ ფიქრობთ, გააძლიერებდნენ თუ არა საქართველოს ნაკრებს ამ ელიტრაუნდში ქიმერიძე, ბარაბაძე და ვირუბოვი?
- ორი აზრი არ არის, რომ გააძლიერებდნენ! ახლა რომ დამაბრუნონ ნაკრებში, სიტყვაზე ვამბობ, ისევ იმ ხალხს დავუძახებდი, ვის შესაძლებლობებშიც დარწმუნებული ვარ.

- რას იტყოდით იმაზე, რომ გუნდის ოდინდელი კაპიტანი ლუკა ასათიანი პირველ ორ მატჩში თადარიგში გაამწესეს?
- ასათიანი 35-ე სკოლის გაზრდილია. ასევე, ჩვენი სკოლის გაზრდილია კასრელიშვილი, ვინც ამ ადგილას ითამაშა. მე ასათიანზე საკუთარი აზრი მაქვს - რვა ასაკობრივ ნაკრებში ვიმუშავე და ასეთი მონაცემების მცველი იშვიათად მინახავს.

- გულწრფელად გვითხარით, როგორ გგონიათ - თქვენ რომ ყოფილიყავით მთავარი მწვრთნელი, რა შედეგს მაიღწევდა საქართველოს ნაკრები თბილისურ ელიტრაუნდში?
- დაწერეთ პირდაპირ: დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფიდან გავიდოდი!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 29 /
ეს კაცი ხმას არ უნდა იღებდეს ამის სკოლაში ბავშვმა გადასახადი რომ არ მოიტანოს ვარჯიშს არ ავარჯიშებს
inkognito
23 მარტი 2016 23:48
0
მარტო ქართულ პრესაში კი არა უცხოურ პრესაშიც სხვა და სხვა მწვრთნელები წერდნენ ორი თვით ადრე არ შეიძლება მწვრთნელის შეცვლაო, რატო წააგებდა ავსაჯანიშვილმა მოიყვანა ეს გუნდი აქამდე რა თქმა უნდა უნდა ეცლიათ, თან თბილისში იყო თამაშები და შანსაც გვიწევდა გასვლის
123
23 მარტი 2016 22:56
0
ავსანჯაშვილი ნამდვილად იყო შესაცვლელი, არც თავისი ნაკრები აჩვენებდა კარგ თამაშს და სასწაულად გავედით ელიტრაუნდში. მაგრამ ამ ეტაპზე ახალი მწვრთნელის მოყვანა ცოტა არალოგიკური იყო.ესეც მართალია ერთის მხვრივ მაგრამ ფედერაციის გამტყუნებაც არ შეიძლება, იმ თამაშით რაც წინა ეტაპზე აჩვენეს ვერ გავიდოდა და მერე მიუბრუნდებოდით ფედერაციას რატო დროზე არ მოიყვანეთ მაისურაძე რო კარგი ფეხბურთი გვეთამაშაო
nnnnn
23 მარტი 2016 20:03
0
რისი გამყვანი იყო ავსაჯანიშვილი ,რომ იტყვიან გაუმართლა .წაგებული ქონდა თამაში.შეცვლა რომ არ გაეკეტებინა დამატებულ დროში ცაგებული იყო.ახლა რომ ბევრს ლაპაარაკობს გავიდოდიო.სად მაისურაძის პროფესიონალიზმი .ახლა რომ კიცხავენ სამარცხვინო საქციელია.ავსაჯანიშვილი რომ ყოფილიყო და წაეგო მერე რაღას დაწერდნენ მისი გულშემატკივრები ახლა რომ აქტიურობენ.მაისსურაძე ძალიან სამართლიანი მწვრთნელია.კარგია რომ ნაკრებს დაუნიშნეს.მართლა არ ეყო დრო თორე კარგ შედეგს აჩვენებდა.სამარცხვინოა ასეთი საქციელი ვინც დგას და აგარ იცის რა უწოდოს რა სჭირს ააააამატი დასაცინი ან მწვრტნელს და ან ფეხბურთელებს.ძალიან კარგი გუნდია.ყველა ბავშვი თააანაბარ პირობებშია და ყველას ეზლევა თამაშის საშუალება რომ თავი გამოიჩინოს,წინა ნაკრებისგან განსხვავებით.ნაცნობობა აღარ არის.
რიგითი
23 მარტი 2016 19:48
0
ეს კაცი ამ შემთხვევაში მართალიაა,ფედერაციის ადგილას ვაცდიდი და მწვრთნელის დათხოვნას რა უნდა თუ შედეგი არ ექნებოდა მერეე..
siora
23 მარტი 2016 17:45
0
მიხარია რომ ყველა ერთ აზრზე ხართ საერთო ჯამში კომენტარებში)))
_svani_
23 მარტი 2016 17:07
0
რამდენს შეადგენს დაზოგილი თანხა და 250 ათას წელიწადში და ორ წელზე ნახევარ მილიონს.ვინც თვლა იცის და არითმეტიკა ძალიან ადვილია ამის დათვლა.
qutaiseli
23 მარტი 2016 17:01
0
ვაი უბედურო საქართველო საით მიექანები.....როდემდე უნდა იყოს ასე როდემდე....
ubralod duru
23 მარტი 2016 16:21
0
esaa umecrebis piki.vitom movedi prezidentad da yvelgan cvlilebebio...saqartveloshi yvela ertmsnets wmindavs pirs.sanamariqneba xmamagali da martali sityvz jurnalistebidan eskaruseli iqneba sul
666
23 მარტი 2016 15:37
0
როგორც ცხადაძის შემთხვევაში"დაზოგეს ფული"ალბათ ავსაჯანიშვილის შემთხვევაშიც მოხდა თანხის დაზოგვა.ფედერაციის ხელმძღვანელობას ვთხოვ ამიხსნას რამდენს შეადგენს დანაზოგი და ნაკრებების წარუმატებლობის შემთხვევაში რას ხმარდება ბონუსების.
გიგო
23 მარტი 2016 15:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული