U19. ინგლისი VS საქართველო - ელიტრაუნდს ბრიტანელთა იმედის გუნდით ვიწყებთ

AutoSharing Option
დღეს, 24 მარტს, ატლანტის ოკეანის სანაპიროს ქალაქ კარტაიაში (ესპანეთი, ანდულუსიის მხარე, უელვას პროვინცია), "ლუის როდრიგეს სალვადორზე" (სულ 3 072 მაყურებელს იტევს), საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდის პირველ შეხვედრას გამართავს.

"ესტადიო ლუის როდრიგეს სალვადორზე" გიორგი ყიფიანის გაწვრთნილები ინგლისელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. მატჩს, რომელიც თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება, ავსტრიელი არბიტრი დომინიკ ოსკანი განსჯის...

Sportall.Ge
ფოტოზე: "ესტადიო ლუის როდრიგეს სალვადორი"
საქართველო
საქართველოს ნაკრები ჯგუფში ერთადერთია, რომელსაც ელიტრაუნდამდე მთავარი მწვრთნელი შეუცვალეს.

შესარჩევში გუნდს ვასილ მაისურაძე წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით, თბილისში გამართული პირველი შესარჩევი ციკლი გუნდმა უელსთან წაგებით (0:3) დაიწყო,
მაგრამ მერე ალბანეთს 1:0 მოუგო, ხოლო ჯგუფის ლიდერ ავსტრიასთან 0:0 ითამაშა და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა.

დეკემბერში გუნდის მთავარ მწვრთნელად გიორგი ყიფიანი დაინიშნა, რომელსაც ახლა ურთულესი ამოცანის გადაჭრა მოუწევს. მისი მთავარი მოწინააღმდეგე არის დრო - 2 თვეზე ცოტა მეტი, რომელიც გუნდის გასაცნობად, სელექციისთვის და ზოგადად,  ნორმალური მუშაობისთვის საკმარისი არ არის.

ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ წილისყრამ ჯგუფში ურთულესი მეტოქეები გვარგუნა.

საქართველო
მეკარეები: ოთო გოშაძე, გიორგი ჩოჩიშვილი (ორივე - საბურთალო);
მცველები: რომან ჩაჩუა, ირაკლი კომახიძე (ორივე - შუქურა), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თბ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), გიორგი ახალაძე (სამტრედია);
ნახევარმცველები: დავით სამურკასოვი, რატი არდაზიშვილი, შერმადინ ართმელაძე (ყველა - ლოკომოტივი), სანდრო ალთუნაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი (ორივე - საბურთალო), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა);
თავდამსხმელები: გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი), გურამ გოშთელიანი (საბურთალო), ბექა მიქელთაძე (დინამო თბ).
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

ინგლისი
ინგლისი 19-წლამდელებში ევროპის ჩემპიონი გასულ საუკუნეში, 1993 წელს გახდა. მას შემდეგ ეს სიმაღლე მისთვის მიუწვდომელია, მაგრამ ბრიტანელებს ამ თაობის იმედი აქვთ, რადგან 2014 წელს ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.

გუნდში ბევრი საინტერესო ახალგაზრდაა, რომლებიც ინგლისურ პრემიერლიგაში ცდილობენ ადგილის დამკვიდრებას. მაგალითად, წლეულს ლუის ვან გაალმა "მანჩესტერში" 8-ჯერ ათამაშა ქემერონ ბორტვიკ-ჯექსონი.

ჯოშ ონომაჰი "ტოტენჰემში" ირჯება. პატრიკ რობერტსი "მანჩესტერ სიტიმ" "სელტიკში" წლეულს გაანათხოვრა და ორჯერ მოირგო ამ გუნდის ფორმა; აიზია ბრაუნი კი "ვიტესში" "ჩელსიმ" გაუშვა და ერედივიზიონში 20 მატჩი ჩაატარა.

ასევე, იჯარით თამაშობს პრემიერშიფის "ვულვზში" შეი ოიო, რომლის ტრანსფერიც "ლივერპულს" ეკუთვნის.

ინგლისელებმა მაკედონიაში გამართული მინი-ტურნირი წარმატებით განვლეს და პირველი ადგილი დაიკავეს. ეიდი ბოტროიდის გაწვრთნილებმა ჯერ მასპინძელი დაამარცხეს (2:0), შემდეგ - ფინეთი (1:0), ქულები კი მხოლოდ იტალიასთან დაკარგეს (0:0), რაც ელიტრაუნდში გასასვლელად საკმარისი გამოდგა.

ინგლისი
მეკარეები: ფრედი ვუდმანი (ნიუკასლი), სემ ჰოუსი (ვესტ ჰემი);
მცველები: სალუმ კონოლი (ევერტონი), ჯონჯო კენი (ოქსფორდი), ტაფარი მური (არსენალი), ტეილორ მური (ლანსი), ქემერონ ბორტვიკ-ჯექსონი (მანჩესტერი), კელუ უოლკერ-პეტერსი (ტოტენჰემი), დაელ ფრაი (მიდლსბრო);
ნახევარმცველები: ლიუის კუკი (ლიდსი), ჯოშ ონომაჰი (ტოტენჰემი), ენსლი მაიტლანდ ნაილსი (იფსვიჩი), რაიან ლედსონი (კემბრიჯი);
თავდამსხმელები: შეი ოიო (ვულვზი), პატრიკ რობერტსი (სელტიკი, შოტლანდია), აიზია ბრაუნი (ვიტესი), ადამ არმსტრონგი (ქოვენთრი), ტემი აბრაჰამი (ჩელსი).
მწვრთნელი: ედი ბოთროიდი.

ესპანეთი
ესპანეთი ელიტრაუნდში შესარჩევი ეტაპის გაუვლელად მოხვდა, როგორც 19-წლამდელთა ბოლო ჩემპიონატის გამარჯვებული - შარშან მათ ფინალში რუსეთი 2:0 დაამარცხეს. სულ კი პირენეელებმა 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი 7-ჯერ (2002, 2004, 2006, 2007, 2011, 2012, 2015) მოიგეს.

დღევანდელ გუნდს წვრთნის ლუის დე ლა ფუენტე, რომელიც ანალოგიურ როლში თბილისში გამართულ ელიტრაუნდზე გასულ წელს გვესტუმრა და პირველი ადგილი მოიპოვა.

მისი ხელმძღვანელობით ბევრი ისეთი ფეხბურთელი დაგვიპირისპირდება, ლა ლიგაში რომ უთამაშიათ - დიეგო ალენდე, ხორხე მერე, პეპე შეიკ დიოპი, ხონი მონტიელი... ბორხა მაიორალმა კი მადრიდის "რეალში" 4-ჯერ ითამაშა.

ესპანეთი
მეკარეები: ხუან სორიანო (სევილია), უნაი სიმონი (ატლეტიკო);
მცველები: ხოსე მარია ამო (სევილია), დიეგო ალენდე (სელტა), ხორხე მერე (ხიხონი), აარონ მარტინი (ესპანიოლი), აიტორ ბუნუელი (ოსასუნა);
ნახევარმცველები: კარლოს სოლერი (ვალენსია), პაპე შეიკ დიოპი (სელტა), კარლეს ალენია (ბარსელონა), ანტონიო ლატორე (ვალენსია), ხონი მონტიელი (რაიო ვალეკანო), კრისტიან რივერა (ოვიედო), სერხი კანიოსი (ბრენტფორდი, ინგლისი);
თავდამსხმელები: ხავიერ ონტივეროსი (მალაგა), ბორხა მაიორალი (რეალი), დარიო პოვედა (ვილიარეალი), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი).
მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე

საბერძნეთი
საბერძნეთმა შესარჩევი ეტაპი პორტუგალიაში ითამაშა და მხოლოდ მასპინძლებთან დამარცხდა - 0:4. ლიტვასა (1:0) და მოლდოვას (2:1) ევროპის 2004 წლის ჩემპიონის, იანის გუმასის გუნდმა მინიმალური ანგარიშებით სძლია და ელიტრაუნდში 6 ქულითა და მეორედ ადგილით მოხვდა.

საბერძნეთი
მეკარეები: ელეფტერიოს ასტრასი (პანიონისი), პანაიოტის ნტუნისი (აეკ);
მცველები: სტეფანოს ევანგელუ (პანათინაიკოსი), ეფსტრატიოს სვარნასი, იოანის ვიდალისი (ორივე - აეკ), სავას ტოპალიდისი (პაოკ), ალექსანდროს კატრანისი (ატრომიტოსი);
ნახევარმცველები: ათანასიოს ანდრუსტოსი, კონსტანტინოს მაგარიტისი, გეორგიოს მანჰატისი, დიმიტრიოს ნიკოლაუ (ყველა - ოლიმპიაკოსი), კონსტანტინოს გალანოპულოსი (აეკ), ემანუელ პატრალისი (პაოკ), ვასილეოს ანგელოპულოსი (პანათინაიკოსი);
თავდამსხმელები: ლაზაროს ლამპრუ (პანათინაიკოსი), სტეფანოს რეიკაკოსი (ატრომიტოსი), ანტონიოს სტახოპულოსი (ტვენტე, ჰოლანდია), რაფაელ მელისოპულოსი (ქსანტი).
მწვრთნელი: იანის გუმასი

U19. ევროპის ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. I ჯგუფი
ტურნირის განრიგი
24 მარტი
ესპანეთი-საბერძნეთი 15:00
ინგლისი-საქართველო 20:00

26 მარტი
ესპანეთი-საქართველო 15:00
საბერძნეთი-ინგლისი 20:00

29 მარტი
საქართველო-საბერძნეთი 19:00
ესპანეთი-ინგლისი 19:00.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
როგორ ვუბალეშიკოთ, გვაყურებინებენ, თუ რადიოთი გადმოსცემენ რეპორტაჟს?
gela
24 მარტი 2016 19:51
0
ალექს ჩაჩუა თამაშობს და ვინ დაამტვრია??
givi
24 მარტი 2016 19:41
0
....რამ გაგაბოროტათ უბალეშუკეთ
givi
24 მარტი 2016 18:50
0
Roma chachua ganzrax daamtvries varjishze xalxno...romel carmatebaze da gundurobazea saubari...saburtalos da lokomotivis nakrebi...ori audcaideri klubi...no koment...
alex
24 მარტი 2016 18:08
0
666--ლოკომოტივის და საბურთალოს ბიჭების წაყვანა და ნახვება იყო იდეაში იქ სელექციონერებისთვის აბა გასვლით რომ ვერ გავლენ (ნეტა გავიდნენ) იციან თვითონაც,,შედეგს არ გვთხოვენო აქედან როგორ უნდა გავიდეთო ასე რომ ილაპარაკებ ტურნირამდე რაღაზეა საუბარი..
ubralod duru
24 მარტი 2016 15:38
0
Iსე ეხლა რამეზე მსჯელობა ზედმეტად მიმაჩნია,რადგან ვინ იქნებოდა მწვრთნელი და ვის გამოიახებდა მაგას ფაქტიურად მნიაშვნელობა არ აქვს ისედაც განწირულები ვართ და ვფიქრობ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ თამაშებზე მაქსიმალურად ბევრი ფეხბურთელის გამოცდა და მინუსების დანახვა დაკვირვება!თავიდანვ უნდა მოვუხსნათ ბიჭებს წნეხი იმისა ,რომ არავინ სთხოვს ჯგუფიდან გასვლას.წარმატებები ჩვენ 19 წლამდელებს.(მეკარე გოშაძე;ფლანგის მცველები -კომახიძე ახალაძე;ცენტრალური -ლოჩოშვილი ,მამუჩაშვილი;მარჯვნივ არაბიძე მარცხნივ არდაზიშვილი შუაში ალთუნაშვილი ართმელაძე;თავდამსხმელის უკან კიკნაძე და გოშტელიანი წინ!)
zviad
24 მარტი 2016 14:12
0
წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ფეხბურთელთა U19 ნაკრებს!
გუჯა კახაძე
24 მარტი 2016 13:37
0
რამდენი გუნდი გადის გრუპიდან ერთი თუ ორი?
giga
24 მარტი 2016 13:29
0
lokimotivi da saburtalos nakrebi etamasheba siti totenhems nakrebs.ambavshvebis codva vinc wasagebadgyavt ganwiruli da inatic visacaruzaxit kobiashvilis kiserzea.tqventu martla giyvart fexburti nakrebi da saertod sakutari tavi rogorunda datanxmde mwvrtnelobas iset nakrebshi sadac oritveckiaragaq dro.magram skamebis monebixart
666
24 მარტი 2016 13:08
0
საწყლები
asa
24 მარტი 2016 12:49
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული