U19. ესპანეთი-საქართველო 1:1 - სენსაციური ფრე მასპინძლებთან [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 მარტს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის I ჯგუფში მეორე შეხვედრა ტუნრირის მასპინძელ ესპანეთის ნაკრებთან გამართა და ბევრისთვის მოულოდნელად, მატჩი ფრედ დაასრულა - 1:1.

ქალაქ კარტაიაში, "ლუის როდრიგეს სალვადორზე" გამართულ შეხვედრაში გიორგი ყიფიანის შეგირდები სულაც იგებდნენ - უკვე მე-8 წუთზე გატანილი გოლით "საბურთალოს" ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი გამოირჩა. საგოლე გადაცემა რატი არდაზიშვილმა შეასრულა.

გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და რამდენიმე ეპიზოდში საქართველოს ნაკრების კარი ოთო გოშაძემ გადაარჩინა. ტაიმის მიწურულს, ზედიზედ სამჯერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ესპანელებმა მაინც გაათანაბრეს - გოლი მადრიდის
"რეალის" ფეხბურთელმა ბორხა მაიორალმა (42) გაგვიტანა.

მეორე ტაიმიც ესპანელთა უპირატესობით წარიმართა, რომლებმაც შეხვედრის მიწურულს გოშაძის კარს შტურმი მოუწყვეს, მაგრამ ხოსე მარია ამოს, კარლეს ალენიას, ხავიერ ონტივეროსისა და კრისტიან რივერას მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

დღესვე ჩვენს ჯგუფში ერთმანეთს ინგლისისა და საბერძნეთის 19-წლამდელთა ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ქართველი 19-წლამდელები ელიტრაუნდში ბოლო მატჩს 29 მარტს, ბერძენი თანატოლების წინააღმდეგ გამართავენ, ესპანეთის ნაკრები კი ინგლისს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა თბილისის დროით 19:00 სთ-ზე დაიწყება.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. I ჯგუფი. II ტური
ესპანეთი-საქართველო 1:1
გოლები: 0:1 ბიძინაშვილი (8), 1:1 ბორხა მაიორალი (42)
ესპანეთი: ხუან სორიანო, ამო, ხორხე მერე, კარისოლი, ონტივეროსი, ალენა, ბუნუელი, რივერა, სერხი (ლატო 46; პოვედა 74), ოიარსაბალი (მონტიელი 54), ბორხა მაიორალი
მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე
საქართველო: გოშაძე, ჩაჩუა, ლოჩოშვილი, ჭიჭინაძე, მამუჩაშვილი (ალთუნაშვილი 65), არდაზიშვილი, ართმელაძე (კიკნაძე 81), სამურკასოვი (ბერიძე 76), მიქელთაძე, ბიძინაშვილი, კომახიძე.
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
გაფრთხილება: ართმელაძე (26), ალენა (32), ჭიჭინაძე (45), მამუჩაშვილი (61)ხორხე მერე (64).
მკითხველის კომენტარები / 19 /
gaixaret rom gagvaxaret ormagad..pirvelirom kargad itamashet (kargads davarqmevdi)meore da mtavari chvenkigvjera tqvenichis,tqvenargjerat tqvenive tavis..soplisorgobesro daglili miuyvebi isedarbixart ufrosworad dadixar.dgevandeli tamashitki iqneb gagichndet sakutavis rwmena..uamisod araferigamova..gaixaret da kideertxel gilocavt bichebs mwvrtnelebs da mtels ers.p.s.ise icodet qartveli imdenad emociuria tifozebi da nebismieri gulshematkivari iqneba nuli chven gulshematkivrobastan....
666
26 მარტი 2016 21:05
0
აბა, ახლა სად ხართ ის ხალხი, ინგლისის თამაშის მერე მიწასთან რომ გაასწორეთ გიორგი ყიფიანი, გამოდით და ერთი სიტყვით მადლობა მაინც გადაუხადეთ, ესპანეთს ესპანეთში ფრედ რომ ეთამაშა და თამაშის მერე ესპანელებამა ტაშით რომ გააცილეს ნაკრები კარგი თამაშისთვის
ქომაგი
26 მარტი 2016 19:32
0
გილოცავთ!!! სასიხარულოა და თანაც სენსაციური. ესპანეთში იყო თამაში, არ დაგავიწყდეთ.
tngh
26 მარტი 2016 18:59
0
სენსაციური რატომ არის ბატონო ჟურნალისტო,თავმოყვარეობის ამბავია,ასეთები გვინახავს,უცხოპლანეტელთან ხომ არ მიგიღწევია ფრისთვის?
vaxvax
26 მარტი 2016 17:52
0
ყიფიანი ყოჩაღ, გმერთმა გვიმრავლოს ასეთი მწვრთნელები! ეს ადამიანი ისრაელშიც წარმატებული იყო და მიხარია რომ დღეს ჩვენს ქვეყანაშია!!! ვაჟკაცი ჩვენი ბიჭები, რომლებმაც ესეთი მამაცი სული გამოავლინეს!!! მადლობა მწვრთნელს და ფეხბურთელევს!!! წარმატებებს გისურვებთ, გაიხარეთ, როგორც გაგვახარეთ, მადლობააააა!!!
tkesho
26 მარტი 2016 17:47
0
ყიფიანი ყოჩაღ, გმერთმა გვიმრავლოს ასეთი მწვრთნელები! ეს ადამიანი ისრაელშიც წარმატებული იყო და მიხარია რომ დღეს ჩვენს ქვეყანაშია!!! ვაჟკაცი ჩვენი ბიჭები, რომლებმაც ესეთი მამაცი სული გამოავლინეს!!! მადლობა მწვრთნელს და ფეხბურთელევს!!! წარმატებებს გისურვებთ, გაიხარეთ, როგორც გაგვახარეთ, მადლობააააა!!!
tkesho
26 მარტი 2016 17:40
0
ყიფიანს და ბიჭებს უღრმესი მადლობა! მაგრები ხართ, ვამაყობთ თქვენით, გვჯერა რომ ქართლ ფეხბურთში შეიცვლება უკეთესობისკენ! მადლობა თქვენ და უდიდეს წარმატებებს გისურვებთ!!!
gulshematkivari!
26 მარტი 2016 17:34
0
გილოცავთ, ნამდვილად გამარჯვების ტოლილფასია გილოცავთ ბიჭებო .ყიფიანი ესე გააგრძელე წარმატებები
vaska ( zugdidi)
26 მარტი 2016 17:34
0
საღოლ ბიჭებს, რომ ეს უიმედობის განცდა მომაშორეს!
nika
26 მარტი 2016 17:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული