16:54 26-03-2016
U19. ესპანეთი-საქართველო 1:1 - სენსაციური ფრე მასპინძლებთან [VIDEO+PHOTO]
AutoSharing Option
ქალაქ კარტაიაში, "ლუის როდრიგეს სალვადორზე" გამართულ შეხვედრაში გიორგი ყიფიანის შეგირდები სულაც იგებდნენ - უკვე მე-8 წუთზე გატანილი გოლით "საბურთალოს" ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი გამოირჩა. საგოლე გადაცემა რატი არდაზიშვილმა შეასრულა.
გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და რამდენიმე ეპიზოდში საქართველოს ნაკრების კარი ოთო გოშაძემ გადაარჩინა. ტაიმის მიწურულს, ზედიზედ სამჯერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ესპანელებმა მაინც გაათანაბრეს - გოლი მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა ბორხა მაიორალმა (42) გაგვიტანა.
მეორე ტაიმიც ესპანელთა უპირატესობით წარიმართა, რომლებმაც შეხვედრის მიწურულს გოშაძის კარს შტურმი მოუწყვეს, მაგრამ ხოსე მარია ამოს, კარლეს ალენიას, ხავიერ ონტივეროსისა და კრისტიან რივერას მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.
დღესვე ჩვენს ჯგუფში ერთმანეთს ინგლისისა და საბერძნეთის 19-წლამდელთა ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
ქართველი 19-წლამდელები ელიტრაუნდში ბოლო მატჩს 29 მარტს, ბერძენი თანატოლების წინააღმდეგ გამართავენ, ესპანეთის ნაკრები კი ინგლისს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა თბილისის დროით 19:00 სთ-ზე დაიწყება.
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. I ჯგუფი. II ტური
ესპანეთი-საქართველო 1:1
გოლები: 0:1 ბიძინაშვილი (8), 1:1 ბორხა მაიორალი (42)
ესპანეთი: ხუან სორიანო, ამო, ხორხე მერე, კარისოლი, ონტივეროსი, ალენა, ბუნუელი, რივერა, სერხი (ლატო 46; პოვედა 74), ოიარსაბალი (მონტიელი 54), ბორხა მაიორალი
მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე
საქართველო: გოშაძე, ჩაჩუა, ლოჩოშვილი, ჭიჭინაძე, მამუჩაშვილი (ალთუნაშვილი 65), არდაზიშვილი, ართმელაძე (კიკნაძე 81), სამურკასოვი (ბერიძე 76), მიქელთაძე, ბიძინაშვილი, კომახიძე.
მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი
გაფრთხილება: ართმელაძე (26), ალენა (32), ჭიჭინაძე (45), მამუჩაშვილი (61)ხორხე მერე (64).
მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ტორინოს! მართალი ხარ ძმაო, მეც დავაკვირდი რამდენჯერმე მაგ ეპიზოდს და მცველების შეცდომა აშკარაა, მაგრამ ნუ გავაკრიტიკებთ ბიჭებს და ვუსურვოთ წარმატებები!!! P.S -საკამათო რა არის ძმებო?, პირიქით ესეთი დეტალები უნდა განვიხილოთ, უფრო საინტერესოა, და არა ზიზღით და ჯიბრით რეპლიკები... თანაც აღნიშნა ადამიანმა, რომ დადებითი შედეგია ესპანელებთან ფრე და წარმატებებიც უსურვა!
0
0
სენსაციური რატომ არისო ორმა კაცმა იკითხა. თქვენ ამ პლანეტაზე არ ცხოვრობთ? ესპანეთს რა ფეხბურთი აქვს და რა ნაკრებები ჰყავს არ იცით? განსაკუთრებით ახალგაზრდულები, რომლებიც ყველა მეორე ტურნირს იგებენ და ყოველთვის ფავორიტები არიან. გასვლაზე რომ 1:1-ს ეთამაშები სენსაცია კი არა სასწაულია. წადი მამაოს უთხარი სასწაული ვნახე-თქო :)))
0
0
ნუ ფილისოფოსობ რა თუ ძმა ხარ! არ ხარ ქართველი? გაიხარე რა შენც და გეყოფა რა გესლი! ეგეთი მაგარი რომ იყო, კომენტარს კი არ გააკეთენდი კომპიუტერიდან იქ ითამაშEბდი. მიხედე რა შენ საქმეს, რაღა თქმა უნდა თუ გაქვს
0
0
ესპანეთის ფეხბურთის ბიუჯეტი არის უფრო მეტი ვიდრე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ესპანეთში არის 829220 რეგისტრირებული ფეხბურთელი მამაკაცი და 21649 საფეხბურთო კლუბი. ესპანურ კლუბებს 15 ჯერ აქვთ ჩემპიონთა ლიგა მოგებული, უამრავი ევროპა ლიგა და უეფას თუ ფიფას თასები, ასაკობრივი ჩემპიონატები და მსოფლიოს ჩემპიონატი. საქართველოს რა აქვს მოგებული? ამიტომ არის ეს შედეგი სენსაციური!
0
0
ტორინოს ვენაცვალე კარგ ადამიანს იმათ რა შეცდომის მერე გააქვთ გოლი თუ ჩაუღრმავდი ამ პრობლემას თუ ის ნამეტნავად სიღმისეულია და არ გაქვს ამდენის თავი?რაზე ლაპარაკობ საერთოდ ესპანეთს ესპანეთში ეთამაშენ ფრე და შენ კიდევ აქ ფილოსოფოსობ იმის მაგივრად უბრალოდ ადგე და წარმატება უსურვო ახალგაზრდა გუნდს.ერთი რამე მითხარი ესპანეთზე უკეთესად რომ გაქვს მოწყობილი და მერე რაც გინდა ის თქვი,ერთი რამე რაშიც ესპანეთს სჯობნი როგორც ქვეყანა
0
0
ვულოცავ ბიჭებს, ესპანეთთან ფრე ნამდვილად დადებითი შედეგია, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებთან, თუნდაც 19-იანებში, მაგრამ, თუ ეპიზოდებით ვიმსჟელებთ, სასიხარულო მე პირადად ვერაფერი დავინახე (სამწუხაროდ!), მე არ ვგულისხმობ შეტევებს, გასაგებია რომ მოყვარულის მიერ გადაღებული ჰაილაითია და მხოლოდ ესპანელების შექმნილი მომენტებია გადაღებული, მაგრამ პრობლემა სხვა რამეში დავინახე(კარგად დააკვირდით ესპანელების საგოლე ეპიზოდს): -საგოლე გადაცემის დროს ჩვენი ნაკრების ორი მცველი რა მოძრაობას აკეთებს, ერთი არღვევს ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის ხაზის ბალანსს იმ იმედით რომ ჩავსვლით დააზღვევს დარტყმის სივრცეს და მეორე ცდილობს ზონის გადაკეტვას (მე ვიტყოდი: კი არ ცდილობს უბრალოდ შემთხვევით გადაირბინა იმ ხაზზე თორემ ნაღდად არ ეტყობოდა რომ ზონის გადაკეტვას ცდილობდა), ამ ეპიზოდში ჩემი აზრით ტაქტიკურ შეცდომასთან არ გვაქვს საქმე, პრობლემა უფრო სიღრმისეულია.....
0
1
რატო არის სენსციური, ერთი ეგ მიტხრას ვინმემ.
0
1
ერტი რამ დაიმახსოვრეთ შრომა მოედანზე და გამარჯვებებიც მოვა. ახლა საბერძნეთია დასამარცხებელი. მადლობა ბიჭებს.
0
1
საღოლ კი არა შემდეგ რა? დაგვხატავს ბერძნები უგებნ ინგლისს,შემდეგ ჩვენ ბერძნებს იმსხვაობით რომ იბერიას გავუსწროთ და იბერია უგებს ინგლისს მცირე სხვაობით,ეს იქნება ოქროს ჩიტი,ისე ვერ გავდივართ არა?
0
0
Inglistan sastarto mgelvarebam gamoiwvia chvenkarshi adrianad gashvebuli violent datwmunebuli var tore mattanac sheidzleboda warmatebaze fiqri.warmatebebi bichebs,ise yifiani ucodinari ariso aq aravisgan gamigia,piriqid vinc icnobs da visac shexeba qonia kargad axasiateben.,
0
0
< წინა12შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული