ლაზარე კუპატაძე: ჩემი შეცდომები გამოუცდელობის ბრალია

AutoSharing Option
გუშინ, 28 მარტს, ზესტაფონში საქართველოს და უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენი ნაკრების მეკარემ, ლაზარე კუპატაძემ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში უკრაინის თანატოლთა გუნდს ზესტაფონში უმასპინძლა და გამარჯვება ხელიდან ბოლო წამს გაუშვა - 3:3.
U21. საქართველო-უკრაინა 3:3 - არეული, როგორც ამინდი [VIDEO]

"სანახაობრივი თამაში გამოდგა. დასანანია, რომ ვერ მოვიგეთ, თუმცა ტესტ-მატჩი იყო და ვერმოგებაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ.

ბევრი მომენტი გვქონდა, რომლებიც, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ, ბოლო წუთზე კი მოწინააღმდეგე უფრო კონცენტრირებული აღმოჩნდა და
მესამე გოლიც მივიღეთ.

დებიუტი მქონდა, პირველად ვითამაშე ახალგაზრდულ ნაკრებში, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო გია გეგუჩაძეს და მთლიანად მის სტაფს შანსის მოცემისთვის.

დაშვებული შეცდომები კი, ალბათ, ნერვიულობაზე მეტად, გამოუცდელობის ბრალია, თუმცა ესეც გამოსწორებადია", - გვითხრა მეკარემ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ლაზარე !!!
თათია
21:49 30-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული