შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდში პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა ინგლისთან დათმო (1:2), შემდეგ კი ესპანეთთან ფრედ (1:1) ითამაშა.
ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ბერძნებმა გახსნეს - ტასოს დიმიტრიადისმა 42-ე წუთზე გაიტანა.
ქართველმა ჭაბუკებმა გათანაბრება მეორე ტაიმში, ბექა მიქელთაძის გოლით, მე-60 წუთზე მოახერხეს. საგოლე გადაცემა შეცვლაზე შემოსულმა გურამ გოშთელიანმა შეასრულა.
72-ე წუთზე
საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გოშაძე, ჩაჩუა, არდაზიშვილი (59, ბერიძე), ლოჩოშვილი, ჭიჭინაძე, ართუნაშვილი, მიქელთაძე, ბიძინაშვილი, კომახიძე, სამურკასოვი (43, გოშთელიანი), კიკნაძე (74, არაბიძე).
ჯგუფის პარალელურად გამართულ მატჩში ინგლისელმა 19-წლამდელებმა მასპინძლებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს, საბოლოოდ ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს და 11-24 ივლისს, გერმანიაში გასამართ კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
-არაბიძე,ბერიძე-რა იყო მიზეზი მათი პრაქტიკულად უთამაშლობის?...დისციპლინა?..მწვრთნელსაც ალბათ მოტი მოეთხოვება,რომ როგორც ფსიქოლოგმა შეძლოს განაწყოს ფეხბურთელები შედეგისთვის
ცნობისატვის არავიზე არ ვარ კონკრეტულად განაწყენებული, სხვა სფეროში ვარ უბრალოდ სპორტით დაავადებული ვარ და არ შემიძლია რაღაცეებს წავუყრუო
მე არ მითქვამს რომ ჩემი აზრია საუკეთესო, უბრალოდ ვწერ იმას რასაც ვფიქრობ და ამის შეზღუდვა რატო უნდა მოვახდინო არ მესმის, იმიტო რო ვიღაცას არ მოსწონს?... აქ კიდე ვაშას და ყოჩაღ ძახილს ჯობია იმაზე ვისაუბროთ უმეტესად რაც პრობლემაა და გამოსასწორებელია, თორე გულშემატკივრობა შექება და ხმის ჩახლეჩა არ დამიკლია არასდროს, არც სტადიონზე, არც ძიუდოს და კალათბურთის დარბაზებში და არც ტელევიზორთან, სადაცმ მართლაა საჭირო.
ცალსახად ვემიჯნები სპორტსმენის შეურაცხყოფას, ამისთვის ლამის მტრად გადავეკიდე აქ ვიღაცეებს, ძიუდოისტებს და მამუკა გორგოძეს როცა ლანძღავდნენ (თუ ადედვნებთ კომენტარებს თვალს გემახსოვრებათ)