U19. საქართველოს ნაკრებმა ელიტრაუნდი მარცხით და ბოლო ადგილზე დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის I ჯგუფში გამოსვლა საბერძნეთის თანატოლთა გუნდთან მატჩით დაასრულა. გიორგი ყიფიანის შეგირდებმა ესპანეთის ქალაქ კარტაიაში შეხვედრა ანგარიშით 1:2 დათმეს და ჯგუფში საბოლოოდ ბოლო, მე-4 ადგილი დაიკავეს.

შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდში პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა ინგლისთან დათმო (1:2), შემდეგ კი ესპანეთთან ფრედ (1:1) ითამაშა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ბერძნებმა გახსნეს - ტასოს დიმიტრიადისმა 42-ე წუთზე გაიტანა.

ქართველმა ჭაბუკებმა გათანაბრება მეორე ტაიმში, ბექა მიქელთაძის გოლით, მე-60 წუთზე მოახერხეს. საგოლე გადაცემა შეცვლაზე შემოსულმა გურამ გოშთელიანმა შეასრულა.

72-ე წუთზე
დიმიტრიადისმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დარჩენილ დროში გატანა ორივე გუნდს შეეძლო. გათანაბრების რეალური შანსი ირაკლი ბიძინაშვილს ჰქონდა, თუმცა ბერძენთა მეკარემ კარის გადარჩენა შეძლო.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გოშაძე, ჩაჩუა, არდაზიშვილი (59, ბერიძე), ლოჩოშვილი, ჭიჭინაძე, ართუნაშვილი, მიქელთაძე, ბიძინაშვილი, კომახიძე, სამურკასოვი (43, გოშთელიანი), კიკნაძე (74, არაბიძე).

ჯგუფის პარალელურად გამართულ მატჩში ინგლისელმა 19-წლამდელებმა მასპინძლებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს, საბოლოოდ ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს და 11-24 ივლისს, გერმანიაში გასამართ კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 27 /
მეს: გადახედე ადრინდელ შედეგებს ან კიდე იკითხე არაა სირცხვილი, ინგლისიც ჩაგვიტოვებია ჯგუფში, ესპანეთიც, ჰოლანდიაც და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალსიც გავსულვართ. ასე რომ ესპანეთთან ფრე პირველი და უიკალური მიღწევა არ არის ჩვენთვის!
ასე არ შეიძლება მართალია, მოუკვდა ნახევარ საქართველოს გული....
irakli Apkhaidze
29 მარტი 2016 23:14
0
ის ვინც დრეს რამით კმაყოფილია დღეს საერტოდ არაა ამქვეყნიური... გინახავს ჩემი მხრიდან რომელიმე ფეხბურთელის ძაგება? მე იმ უაზრო სამწვრთნელო კარუსელს ვაკრიტიკებ რამაც ყველგან ნული შედეგი მოგვიტანა!
რამდენიმე წუთის წინ კიდე ერთი ყაზახეთთან გამოჭედილი ,,ყოჩაღ"
irakli Apkhaidze
29 მარტი 2016 23:01
0
ირაკლი, შენ რა ყველაფრით უკმაყოფილო ხარ? ყველას მაგივრად ხომ არ იმუშავებდი იქ? ასე არ შეიძლება ხალხნო! ესპანეთთან თამაშI I და ფრე გირდა ჯერ მარტო ყველაფრად, პირველად მოხდა ასეთი რამ, ყოჩაღ ბიჭებს! ყოჩაღ!!!
me
29 მარტი 2016 22:25
0
ამ გუნდს მაისურაძე ჩამოაშორეს და გადაისროლეს 17-ებში, იმ გუნდს თავის მხრივ ავსაჯანიშვილი ჩამოაშორეს და მივითეთ კატასტროფა, ორივე გუნდი ბოლო ადგილზე გავიდა... ეროვნულში კიდე რა ,,იგენიოსეს" კი ხედავთ... ადრე ასაკობრივები მაინც გვახარებდნენ ახლა აღარაფერი გვაქვს ხელჩასაჭიდი. ფეხბურტის განვითარების პროგრამა ამოქმედდა და გვეშველაო, რისთვისაც ეს პროგრამა მუსაობს (ნაკრებების გამოსვლა წარმატებიტ , კლუბებთან ერთად) ის თავიდანვე მოაშთეს...
irakli Apkhaidze
29 მარტი 2016 21:56
0
ლუკა ალბათ ყიფიანია გვარად))))
რომან
29 მარტი 2016 21:52
0
იქ მყოფმა ერთმა ჩემმა ესპანელმა მეგობარმა ესპანელმა თქვენ საამაყო ბიჭები გყავთ, ძLიერი ფეხბურთელებიო! მწვრთNელის გვარი გამომკითხა, ძAლიან ბევრს აინტერესებდა, რადგან ეტყობა ახალგაზრდაა, პროფესიონალი და ნიჭიერიო! მე ამაყი ვარ, რადგან ასე შეაფასა ესპანელმა გულშემატკივარმა ჩემი ქართVელი მწვრთნელი და ფეხბურთელები!!! ყოჩაღ ბიჭებო, ესეც ქართველების და საქართველოს სახხელის გატამაა! ვიცი, რომ ბევრა მიაღწევთ! წარმატებები ყოფიანს და მის ბიჭებს!
luka
29 მარტი 2016 21:23
0
რო მოეგოთ მეორეზე გადიოდნენ
შაკო
29 მარტი 2016 21:11
0

სიახლეები პოპულარული