U19. საქართველოს ნაკრებმა ელიტრაუნდი მარცხით და ბოლო ადგილზე დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის I ჯგუფში გამოსვლა საბერძნეთის თანატოლთა გუნდთან მატჩით დაასრულა. გიორგი ყიფიანის შეგირდებმა ესპანეთის ქალაქ კარტაიაში შეხვედრა ანგარიშით 1:2 დათმეს და ჯგუფში საბოლოოდ ბოლო, მე-4 ადგილი დაიკავეს.

შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდში პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა ინგლისთან დათმო (1:2), შემდეგ კი ესპანეთთან ფრედ (1:1) ითამაშა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ბერძნებმა გახსნეს - ტასოს დიმიტრიადისმა 42-ე წუთზე გაიტანა.

ქართველმა ჭაბუკებმა გათანაბრება მეორე ტაიმში, ბექა მიქელთაძის გოლით, მე-60 წუთზე მოახერხეს. საგოლე გადაცემა შეცვლაზე შემოსულმა გურამ გოშთელიანმა შეასრულა.

72-ე წუთზე
დიმიტრიადისმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დარჩენილ დროში გატანა ორივე გუნდს შეეძლო. გათანაბრების რეალური შანსი ირაკლი ბიძინაშვილს ჰქონდა, თუმცა ბერძენთა მეკარემ კარის გადარჩენა შეძლო.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გოშაძე, ჩაჩუა, არდაზიშვილი (59, ბერიძე), ლოჩოშვილი, ჭიჭინაძე, ართუნაშვილი, მიქელთაძე, ბიძინაშვილი, კომახიძე, სამურკასოვი (43, გოშთელიანი), კიკნაძე (74, არაბიძე).

ჯგუფის პარალელურად გამართულ მატჩში ინგლისელმა 19-წლამდელებმა მასპინძლებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს, საბოლოოდ ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს და 11-24 ივლისს, გერმანიაში გასამართ კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 27 /
თუ გვინდა მომავალში წარმატებული ნაკრები გვყავდეს,ასაკობრივები ყოველთვის კრიტიკულად უნდა შევაფასოთ(თუნდაც შედეგი დადებითი იყოს)
-არაბიძე,ბერიძე-რა იყო მიზეზი მათი პრაქტიკულად უთამაშლობის?...დისციპლინა?..მწვრთნელსაც ალბათ მოტი მოეთხოვება,რომ როგორც ფსიქოლოგმა შეძლოს განაწყოს ფეხბურთელები შედეგისთვის
zaza
04 აპრილი 2016 10:35
0
სულაც არ ვპროფესორობ უბრალოდ გული შემტკივა და ჩემ აზრს გამოვთქვამ მეტი არაფერი!ფაქტია ,რომ არ გაამართლა მწვრთნელების შეცვლამ.გარდა შედეგისა თამაშიც არ გვივარგოდა.აცალეთო რო ამბობ ძმაო ,ვინ უშლის ხელს გააკეთოს რაც უნდა უბრალოდ ობიექტურად მოიქცეს და ცოტა პროფესიონალიზმი გამოიჩინოს ბატონმა ყიფიანმა.ფედერაციის მუშაობა ცალსახად უარყოფითად უნდა შეფასდეს.წინა მთავრობის და ფედერაციის მხარდამჭერი არ გეგონოთ !ისინი გაქსუებული და უნამუსო ხალხი იყვნენ!
Zviad
04 აპრილი 2016 10:08
0
ზვიად, სიმართლე- ნეტა რას პროფესორობთ? ასე შორიდან ძალიან ადვილია კრიტიკა. აცალეთ ამ ხალხს მუშაობა და ვნახოთ მერე შედეგი რა. ასე როგორ შეიძლება!
zviads da simartles
04 აპრილი 2016 08:26
0
Zviad-საერთოდ ლეგიონერების იგნორი პირველი ტამაშის მერე საინტერესოა.ინგლისთან თუ კარგად მახსოვს ორივე შეცვალეს არაბიძეც და ბერიძეც,ესპანეთთან არაბიძე საერთოდ არიყო ბერიდზეს 15 წუთი მისცეს ისე როგორც ბერძნებთან არაბიძეს,გამოდის რომ ან ვერ იყვნენ სათანადო ფორმაში(და თუ ვერ იყვნენ რატო ყავდათ განაცხადში)ან ყიფიანმა(არცერთ მოსამზადებელზე არ ყავდათ არცერთი)დაიწუნა,ასე ან ის და ან ეს რომ გავაგძელოთ ბოლოს ინტერესების გზებს გადავკვეთავთ ასე რომ მოვჩები ამაზე უბრალოდ იმას ვამბობ რომ ,რაღაცას თუ ვიღაცას ეწირება ასეთ დროს და იჩაგრება ის ბიჭები ვისაც მართლა შეუძლიათ დახმარება ნაკრებისთვის,რაც შეეხება ლეგიონერების თემას მე მაინც ვფიქრობ რომ ყველა ასაკობრივში საჭიროა მათი გამოცდილებით სარგებლობა იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ სულ სხვა პირობებში სწავლობენ და ღებულობენ ისეთ გამოცდილებას რა გამოცდილების მიგებაც და სწავლასაც საქართველოს ჩემპიონატის გუნდებში მოთამაშე ბიჭებს უბრალოდ არ(ვერააქვთ)..სამწუხაროა მაგრამ ფაქტია და ამ ფაქტებს ვერ გავექცევით
სიმართლე
30 მარტი 2016 17:20
0
Bოლო თამაშის შემადგენლობა მოგწონთ?კიკნაძე შეცვალა არაბიძემ 74 წუთზე და სამურკასოვი გოშთელიანმა!ეს კიკნაძე ხო იცით ვისი შვილია?დინამოელი კიკნაძის და არაფერი ფეხბურთელი არაა მითუმეტეს არაბიძესთან შედარებით და რატომღაც კიკნაძე იყო ძირითადში!თუნდაც გოშთელიანის სკამზე დასმა შეიძლებოდა ერთადერთი თავდამსხმელია ვინც რამეს აკეთებს.დანარჩენებიდან ვერავის გამოვარჩევ კომახიძის გარდა ეგ ბიჭი მართლა კარგად თამაშობს!ფაქტია 5 გოლი გავუშვით ანუ დაცვა არ გვივარგა. Yიფიანი უნდა გაუშვან!
Zviad
30 მარტი 2016 15:38
0
მეს და აჩის: ბიჭებო (იმედია სქესი არ მეშლება) არ მინდა აქ უაზრო დისკუსიებით ნერვების მოშლა, ისედაც საკმარისად გვაქვს მოშლილი დღევანდელი საფეხბურთო მოცემულობით.
ცნობისატვის არავიზე არ ვარ კონკრეტულად განაწყენებული, სხვა სფეროში ვარ უბრალოდ სპორტით დაავადებული ვარ და არ შემიძლია რაღაცეებს წავუყრუო
მე არ მითქვამს რომ ჩემი აზრია საუკეთესო, უბრალოდ ვწერ იმას რასაც ვფიქრობ და ამის შეზღუდვა რატო უნდა მოვახდინო არ მესმის, იმიტო რო ვიღაცას არ მოსწონს?... აქ კიდე ვაშას და ყოჩაღ ძახილს ჯობია იმაზე ვისაუბროთ უმეტესად რაც პრობლემაა და გამოსასწორებელია, თორე გულშემატკივრობა შექება და ხმის ჩახლეჩა არ დამიკლია არასდროს, არც სტადიონზე, არც ძიუდოს და კალათბურთის დარბაზებში და არც ტელევიზორთან, სადაცმ მართლაა საჭირო.
ცალსახად ვემიჯნები სპორტსმენის შეურაცხყოფას, ამისთვის ლამის მტრად გადავეკიდე აქ ვიღაცეებს, ძიუდოისტებს და მამუკა გორგოძეს როცა ლანძღავდნენ (თუ ადედვნებთ კომენტარებს თვალს გემახსოვრებათ)
irakli Apkhaidze
30 მარტი 2016 13:13
0
მოიცა უნდა ვეპირფერო აქ ვინმეს და შენი ჭირიმე შენ გენაცვალე უნდა ვეძახო რო დაიდოს და არ დაიბლოკოს ჩემი კომენტარი თუ მოსაზრება_?რა სიბეცეა,გავგიჯდი,რა ვთქვი ისეთი რო არ აქვეყნებთ _???ზუსტადაც რომ ჯურნალისტებზეა და გულშემატკივარზე ბევრი რამ ქართულ ფეხბურთში...ხელს კი ნუ უშლით ბატონებო საღ აზრს პირიქიდ ხელი შეუწყეთ...მე უხამსობა არ მითქვამს და შეურაცყოფა არავისთვის მიმიყენებია,არც ძალადობისკენ მომიწოდებია...ვთქვი ის რაც სინამდვილეა,რაც ხდება და როგორც..ძალიან გტხოვთ გამოაქვეყნოთ კომენტარი.,
Naveriani
30 მარტი 2016 12:46
0
სამწუხაროდ ადვიალდ პროგნმოზირებადი იყო შუა გზაზე მწვრთნელების შეცვლის გამო, რომელთაც ასე თუ ისე შედეგი ქონდათ და გუნდები ელიტრაუნდში გაიყვანეს
dato
30 მარტი 2016 12:43
0
erti gamagebinet vinmem rasuwunebt am iraklis natqvams??mogwont racxdeba dges chven pexburtshi??chkvianebi zian mando roizaxit rasezaxit chkvianebs?erovnulshi pexburtelebic,gulshematkivaric imedianad da shemartebit viyavit da moxsnes naglad mwvrtneli sadaa chkua,logika da tundac kanoni?esaa uprecendento shemtxveva rac chventan xdeba 17 wlianebidan erovnulamde..shedegian mwvrtnels cvli 2 tvit adre...sadzian chkvianebi?
666
30 მარტი 2016 12:39
0
შაკო -"რო მოეგოთ მეორეზე გავდიოდნენ". რა მაგარი პასკვილია არა!!! მე უფრო მაგარს გეტყვით - "ყველა თამაში რომ მოეგოთ, პირველზე გავიდოდნენ". ჩემი ხომ ჯობია შენსას შაკო?
კაკო
30 მარტი 2016 12:19
0

სიახლეები პოპულარული