შეგახსენებთ, რომ 28 მარტს ჩატარებულ შეხვედრაში უკრაინელებს ფრე (3:3) სწორედ ვაჩიბერაძემ მოუტანა, რომელმაც გია გეგუჩაძის გუნდს გოლი ბოლო წუთზე გაუტანა.
ბექამ matchday.ua-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მატჩის წინ მან მიწვევა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგანაც მიიღო, მაგრამ საქართველოს ნაკრებში თამაშს უკრაინის სახელით გამოსვლა არჩია.
- შენთვის ეს პირველი გამოძახება იყო უკრიანის ახალგაზრდულ ნაკრებში, რომელსაც
- ამ შემადგენლობით ეს ჩვენი პირველი შეკრება იყო უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში. ორი ძალიან სასარგებლო შეხვედრა ჩავატარეთ, შევეჩვიეთ ერთმანეთს. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
- პირველ მატჩში ავსტრიასთან, თამაშის მიწურულს არენდარუკის მიერ გატანილი გოლით მოიგეთ. როგორი იყო ის შეხვედრა?
- პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ეს ჩვენი პირველი თამაში იყო. მნიშვნელოვანი იყო დადებით შედეგის მიღწევა. ძირითადად ბრძოლა იყო, ჩვეულ ტემპში. თანაბარი თამაში იყო და სასიხარულოა, რომ მოვიგეთ.
- თქვენც ბოლო წუთზე გაიტანეთ საქართველოს ნაკრებთან მატჩში, მაგრამ იქ მხოლოდ ფრეს მიაღწიეთ.
- საქართველოში ცოტა სხვაგვარი თამაში იყო და ვფიქრობ, ჩვენთვის გაცილებით რთული მატჩი გამოვიდა. გარკვეულწილად ავსტრიასთან მანამდე ჩატარებული შეხვედრისგან დაღლილობამაც იმოქმედა. საქართველოს ნაკრები ბურთს უკეთ აკონტროლებდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში.
მაგრამ მარცხი ავირიდეთ და მნიშვნელოვანია, რომ ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ.
- ორივე თამაში ცუდ ამინდში ჩატარდა. ამანაც იმოქმედა?
- რა თქმა უნდა, თამაში გაძნელდა, მაგრამ ეს ფეხბურთია და ამინდი ჩვენს ნებაზე არაა დამოკიდებული.
- როგორია შენთვის არცთუ უცხო ქვეყნის ნაკრების წინააღმდეგ თამაში და თანაც, მისთვის გადამწყვეტი გოლის გატანა?
- ეს ჩვეულებრივი ამბავი არაა. თანაც, ჩემს კლუბ "ბეტისში" თამაშამდე მოწვევა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდანაც მოვიდა. მე ვუპასუხე, რომ უკრაინის სახელით ვაპირებდი თამაშს.
- რაზე აკეთებდა აქცენტს ალეკსანდრ გოლოვკო ახალგაზრდული ნაკრების მარტის შეკრებაზე?
- გოლოვკო ჩემი მწვრთნელი 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებშიც იყო. შესაბამისად, მიჩვეული ვარ მის ყველა მოთხოვნას და ვიცი, რას სურს მწვრთნელს ჩემგან. მან დაწვრილებით განგვიმარტა, რა სურდა ჩვენგან და როგორ უნდა გვეთამაშა.
რეალ "მტერს", შურს ან მოწინააგმდეგეს მაშინ ხედავ, როცა ძალა გაქვს. მაგალისათვის - ქარტული პრესა ყველას წარმატებულს მიიჩნევს ვინც "საქართველოდან" გაახწია
მე კიდევ გეუბნებით რომ 100,000 ან ზემოთ წლიური ხელფასიდან იწყება წარმატება და "კონკურენცია".