გიორგი ყიფიანი: ნოემბერში ესპანეთი, ჰოლანდია და, სავარაუდოდ, ინგლისი გვესტუმრებიან

AutoSharing Option
ცნობილია, რომ 19-წლამდელთა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. საამისოდ, მზადებას უკვე შეუდგა 18-წლამდელთა ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფიანია. რეალურად, ამ ნაკრების ბაზაზე ჩამოყალიბდება 19-წლამდელთა გუნდი, რომელიც ამ ტურნირში ითამაშებს...

"ახლა პირველად შეიკრიბება 18-წლამდელთა ნაკრები და მეც ამ გუნდში მუშაობაზე გადავერთე. ეს გუნდი მომავალ წელს საქართველოში გასამართავ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. დიდი დრო არ გვქონდა, მაგრამ სელექციაზე ვმუშაობთ და კანდიდატებს მალე დავასახელებთ.

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ტურნირზე ვითამაშოთ, კანდიდატები საქმეში ვნახოთ და ოპტიმალურ შემადგენლობაზე ჩამოვყალიბდეთ", - ამბობს გიორგი ყიფიანი.

ევროპის მომავალი ჩემპიონატისთვის ეს გუნდი რამდენიმე სერიოზულ ტურნირში გაივლის წვრთნას.

"25-29 აპრილს სლოვაკეთის თასზე ვითამაშებთ. გუნდი 20 აპრილს ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შეიკრიბება და მზადებას დავიწყებთ, სლოვაკეთში კი 24 აპრილს გავემგზავრებით. ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იქნებიან აშშ, სლოვაკეთი და უკრაინა. მეორე ჯგუფში ითამაშებენ ნორვეგია, მაკედონია, ჩეხეთი და რუსეთი. შემდეგ მეოთხე თამაშიც გველის და მიმაჩნია, რომ გუნდის ჩამოსაყალიბებლად სასარგებლო ტურნირი იქნება.

გარდა ამისა, 2 და 4 ივნისს თბილისში ორჯერ შევხვდებით უკრაინას. ტურნირებისთვის დავგეგმეთ სექტემბერიც და ოქტომბერიც. ამ მატჩების დანიშნულება ფეხბურთელების შესაძლებლობების მაქსიმალურად შესწავლა და გუნდის კარგად მომზადებაა", - აცხადებს ყიფიანი.

ყიფიანის თქმით, ნოემბერში თბილისი ძალიან საინტერესო ტურნირს უმასპინძლებს. საქართველოში ჩამოვლენ ესპანეთი, ჰოლანდია და, სავარაუდოდ, ინგლისიც.
მკითხველის კომენტარები / 7 /
დურმიშხან, ეს ბიჭი ძალიან კარგი მწვრთნელია და ეს მარტო აქ კი არა, უცხო ქვეყანაშიც კარგად იციან. შენ რამ გაგაბოროტა ასე, ნაკრებში ვერ მოხვდი თუ სამსახურიდან გამოგაბუნძულეს? აშკარაა რომ გაწუხებს რაგაც!
durmishxans
16:43 24-04-2016
0
17 წლამდელები როგორც აირჩა ვინ ვისი ახლობელი იყო ისე იქნება ეხლაც ქარტველებს ფეხბურტი შეაძულეთ ბავსვებს თამაში შეაძულეთ გამოდით მუჯირი ჭუმბურიძე და მათი ძმანი და თქვენ ითამაშეთ ცოტახანში საქართველოში ფეხბურთს არავინ აღარ ითამაშებს თქვენი შიშით
vaxo
12:07 20-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული