გია გეგუჩაძე: რაც შეიძლება მეტ ფეხბურთელს მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ნაკრების კანდიდატები შეკრიბა და ერთჯერადი ვარჯიში ჩაატარა.

წვრთნაში უმაღლესი ლიგის კლუბებიდან მოწვეული ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.

ერთდღიან შეკრებას ბოლო მომენტში ტრავმების გამო გამოაკლდნენ ირაკლი კომახიძე, ზურაბ მალანია და ილია კერძევაძე.

სამაგიეროდ, თავდაპირველ სიას თორნიკე კირკიტაძე და დავით ვოლკოვი დაემატნენ. მომდევნო ვარჯიშს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კანდიდატები 26 აპრილს ჩაატარებენ და ამ შეკრებაზე უკვე საქართველოს თასის ნახევარფინალისტი კლუბებიდანაც იქნებიან ფეხბურთელები.

გია გეგუჩაძე: "ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა კანდიდატები შევკრიბეთ. მართალია, ამ ბიჭებზე ინფორმაცია
უწყვეტ რეჟიმში გვაქვს, მაგრამ ერთია, როგორ თამაშობენ ისინი კლუბებში და მეორეა, როგორ წარმოაჩენენ თავს ნაკრებში. მინდა, ყველა იმ ფეხბურთელს, ვისაც აქვს ეს შანსი, დავაკვირდეთ და უკეთ შევისწავლოთ. მსგავსი შეკრებები მომავალშიც გაგრძელდება და რაც შეიძლება მეტ ფეხბურთელს მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება. მათთვის დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს, რომ სულ ჩვენი თვალთახედვის არეში არიან".

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 4 /
უფრო სწორი იქნება რომ დაწეროთ - რაც შეიძლება მეტი საბურთალოს, ლოკომოტივის და დინამო ფეხბურთელებს მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება!
გიო
15:55 21-04-2016
0
ესენი მგონი მართლა მუშაობენ!
საღოლ, კაია
toni
16:15 21-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული