გია გეგუჩაძე: რაც შეიძლება მეტ ფეხბურთელს მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ნაკრების კანდიდატები შეკრიბა და ერთჯერადი ვარჯიში ჩაატარა.

წვრთნაში უმაღლესი ლიგის კლუბებიდან მოწვეული ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.

ერთდღიან შეკრებას ბოლო მომენტში ტრავმების გამო გამოაკლდნენ ირაკლი კომახიძე, ზურაბ მალანია და ილია კერძევაძე.

სამაგიეროდ, თავდაპირველ სიას თორნიკე კირკიტაძე და დავით ვოლკოვი დაემატნენ. მომდევნო ვარჯიშს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კანდიდატები 26 აპრილს ჩაატარებენ და ამ შეკრებაზე უკვე საქართველოს თასის ნახევარფინალისტი კლუბებიდანაც იქნებიან ფეხბურთელები.

გია გეგუჩაძე: "ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა კანდიდატები შევკრიბეთ. მართალია, ამ ბიჭებზე ინფორმაცია
უწყვეტ რეჟიმში გვაქვს, მაგრამ ერთია, როგორ თამაშობენ ისინი კლუბებში და მეორეა, როგორ წარმოაჩენენ თავს ნაკრებში. მინდა, ყველა იმ ფეხბურთელს, ვისაც აქვს ეს შანსი, დავაკვირდეთ და უკეთ შევისწავლოთ. მსგავსი შეკრებები მომავალშიც გაგრძელდება და რაც შეიძლება მეტ ფეხბურთელს მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება. მათთვის დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს, რომ სულ ჩვენი თვალთახედვის არეში არიან".

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 4 /
21 წლამდელებს ნაგდი მწვრტნელი ყავს.დარწმუნებული ვარ წარმატებები ექნება.
giorgi
17:23 21-04-2016
0
განგებ არავის ვარეკინებ ნაკრებში აყვანაზე ველოდები როდის დაუძახებენ ჩემ შვილს ვინმეს დარეკვის გარეშე მერე ვიტყვი რომ სამართლიანია გეგუჩაე ან ყიფიანი თუ აიყვანეს ჩემი შვილი ვიფიქრებ რო რაღაცა შეიცვალა ჯერ არაფერ უარესი ხდება ქართულ ფეხბურთში
vaja
17:03 21-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული