ანგარიში 58-ე წუთზე მასპინძლებმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნეს, თუმცა შეხვედრის 78-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირში რვა ნაკრები მონაწილეობს და ქართველი 18-წლამდელები A ჯგუფში აშშ-სთან, სლოვაკეთთან და უკრაინასთან ერთად ასპარეზობენ. პირველი მატჩი ჩვენმა გუნდმა აშშ-სთან ანგარიშით 1:5 დათმო.
გიორგი ყიფიანის გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 აპრილს, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ნაკრების