U18. საქართველო VS უკრაინა - მეტი კანდიდატი, მეტი სქემა...

AutoSharing Option
დღეს, 2 ივნისს, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ამხანაგურ მატჩს თბილისში სტუმრად მყოფ უკრაინის თანატოლთა გუნდთან გამართავს. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.

ეს გუნდები იმავე არენაზე და იმავე დროს 4 ივნისსაც მოსინჯავენ ძალებს.

გუშინ გიორგი ყიფიანმა გუნდი "მიხეილ მესხზე" ავარჯიშა...

"უკრაინის ნაკრებს სლოვაკეთის ტურნირზეც შევხვდით და 0:0 ვეთამაშეთ. საკმაოდ ძლიერი გუნდია. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი კანდიდატი გამოვცადოთ და მეტი სქემა დავამუშავოთ", - ამბობს ყიფიანი.

შეგახსენებთ, რომ ეს იმ ასაკის გუნდია, რომელიც 2017 წელს თბილისში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მასპინძლის
რანგში ითამაშებს.

საინტერესოა, რომ უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ციტკინმა გუნდში მეორე ლიგის პეტროვეს "ინგულეცის" ნახევარმცველი ჯაბა ფხაკაძე მიიწვია, სადაც მისი თანაგუნდელია მცველი ლევან მახარაძე.

შესაძლოა, ფხაკაძე ქართველების წინააღმდეგ მოედანზეც ვიხილოთ. ის უკრაინის 17-წლამდელთა ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია და 22 აპრილს, ჩერნოგორიასთან ამხანაგურ მატჩში (2:0), გუნდს გოლითაც შეეწია. ფხაკაძე დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. შემდეგ "ინგულეცის" დუბლებში გამოდიოდა, დასრულებულ სეზონში კი ძირითად შემადგენლობაში დააწინაურეს. ამას გარდა, უკრაინელებს ის ქვეყნის "ოქროს ტალანტების" სიაშიც ჰყავთ შეყვანილი.

ჯაბა ფხაკაძე საქართველოს მეორედ სტუმრობს. პირველად ეს სამი წლის წინ, "საბურთალოს" ორგანიზებით გამართულ "სალერის" თასზე მოხდა, როცა ის "დნიპროს" 16-წლამდელებს ახლდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
jaba pxakadze araris dnepris axzdili
soso
19:45 02-06-2016
0
სად არიან ქიმერა , სპანდერა, ნიკოლეიშვილი, ვორუბოვი.... რომლებიც იყვნენ ნაკრებში.მათ გაზრდაზე ამდენი დრო,ენერგია და ფული დაიხარჯა. რატომ არ იწვევენ ნაკრებში?
vaxo
18:59 02-06-2016
0

სიახლეები პოპულარული