U18. საქართველო-უკრაინა 2:1 - რევანში აღებულია!

AutoSharing Option
დღეს, 4 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინელებს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა - 2:1.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ ამ გუნდებთა პირველი ამხანაგური მატჩი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა - 1:0.

დღევანდელ მატჩში ანგარიში მატჩის 78-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს - ზუსტი დარტყმით თავი ბოგდან ლიედნიევმა გამოიჩინა. უკრაინელთა გოლს ქართველებმა მალევე უპასუხეს - სულ რაღაც სამ წუთში ანგარიში გიორგი კოხრეიძემ გაათანაბრა. ამის შემდეგ ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ერთბაშად, 4 ცვლილება განახორციელა, რამაც, საბოლოოდ, შედეგი გამოიღო -
86-ე წუთზე თემურ ჩოგაძემ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გიორგი ყიფიანმა დღეს ასეთი შემადგენლობა ათამაშა: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი (კ), ხუბაშვილი (81, ქაფიანიძე), ფიფია (61, ლაკვეხელიანი), ბულუხაძე (81, კიკალიშვილი), ქოჩორაშვილი (72, კობოური), ნინუა (81, კუცია), არდაზიშვილი (61, ჩოგაძე), ფოჩხუა (72, ჩაკვეტაძე), კვანტალიანი (72, კოხრეიძე), ქავთარაძე (81, ერგემლიძე).
მკითხველის კომენტარები / 15 /
zaza & Eric cantona - ისე მართლა საინტერესოა საქართველოს უმაღლესი ჩემპიონატში მონაწილე 16 კლუბიდან, რამდენს აქვს სპორტსკოლა, ყავს პროფესიონალი ფიზ.მომზადების მწვრთნელი რომელიც ზუსტად იმ მინუსებზე გაამახვილებს ყურადღებას და გმოასწორებინებს რომელიც მოზარდს აქვსდა პარალელურად არ დაუქვეუთეიბს იმ დადებითს რაც გააჩნია, ასევე აღდგენის მწვრთნელი და აქვს ბაზა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სავარჯიშო დანადგარებით "ტრენაჟორებით". ალბათ ერთი-ორს და ესაა სწორედ მისახედი.
dave
06 ივნისი 2016 11:31
0
ძლივს არ წავიკითხე მოგება,გილოცავთ გილოცავთ მოინდომეთ რა
tato
06 ივნისი 2016 00:00
0
eric cantona - აზრიანი და მცოდნე კაცი!
zaza
05 ივნისი 2016 23:44
0
zaza - ასე იმიტომ ხდება რომ, პატარა ასაკში ფიზიკური კონდიციები მეტწილად თანაბარია და იმ ტექნიკის ქარჯზე რაც ბუნებრვად გაგვაჩნია ვჯაბნით. ა როგორც კი საქმეში ფიზ.მომზადება ერევა, მანდ იწყება ჩვენი ჩავარდნაც. ჯერ ერთი არასწორად არიან ფიზიკურად განვიტარებულნი და ეხლა რაც ფიზმომზადების მწვრთნელბი გვყავას ალბათ რამოდენიმემ თუ იცის თავის საქმე დანარჩენები ეუბებია"წავიდა ათი წრე" და მანდ მორჩა მაგათი ფიზ.მომზადების მწვრთნელობა, ეს ერთი :) მეორე მიზეზია ის რომ, ეგ ბიჭები რომ იზრდებიან ტამაშს იწყებენ ამ ჩვენს უსურ ჩემპიონატში და ვერ ვიტარდებიან, ხოლო ევროპელი ბავშვები ხვდებიან უმაღლესი ან მეორე ლიგის გუნდებში რომელიც გაცილებით ჯობია ჩვენს უმაღლესს და ვიტარდებიან.
ასე რომ ეროვნული ჩემპიონატის დონე თუ არ ამაღლდა ასე იქნება მუდამ და ეხლა იმედია ამ რეფორმით, გუნდების შემცირებითუმაღლეს და პირველ ლიგაში, კონკურეციის გაზრდით, ასე თუ ისე სტაბილური დაფინასებით პროგრესი იქნება.
Eric cantona
05 ივნისი 2016 22:43
0
ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას...კოხრეიძეს პატრონი და ყურადღება ჭირდება..კარგად აზროვნებს ეგ ბიჭი მოედანზე..მოაბრუნა წაგებული თამაში...
bujanga
05 ივნისი 2016 11:48
0
TATO - MANO -GOGA -ZAZA- da kidev sxva adamianebs mogmartavt, romlebic sul chasaprebul poziciashi xart da elodebit cagebas. Rom ilaparakot mere ciliscamebluri prazebit da carieli gonebit. Saqartvelos u 18 moigo tamashi, exla ratom arcert arapers? Tumca tkven ukve kvelam gagshiprat da darchebit anonimshikebad. Grcxvenodet!
Simartle
05 ივნისი 2016 11:42
0
მე კიდე დავამატებდი - გეგუჩაძის 21-წლამდელები თითქოს ინარჩუნებენ დონეს. ბოლო 2 თამაში (უკრაინასთან და შვედეთთან) საკმაოდ კარგ დონეზე ჩაატარეს. კიდე 4-5 თამაში რომ ითამაშონ მაგ დონეზე, უფრო განვითარდებიან.
Tengo
05 ივნისი 2016 11:28
0
გამოსავალი - უმაღლესი ლიგის თითოეულ საფეხბურთო კლუბს უნდა ჰქონდეს საკუთარი სკოლა. გაისად სულ 10 ასეთი გუნდი გვეყოლება. 3-ს უკვე აქვს ასეთი სკოლა. იქნებ ამ 200 მილიონიანი ფონდიდან მოხდეს ამ სკოლების დაფინანსება. და კერძო სექტორმაც ოდნავ მაინც რომ გაუმართოს ხელი - როგორც კომპანიებმა, ასევე ცალკეულმა პიროვნებებმა - არ არსებობს, რომ უმაღლესი ლიგის გუნდების თითოეულ ქალაქს 1 მულტი-მილიონერი მაინც არ ჰყავდეს. აქ სახელმწიფოს პოლიტიკაა საჭირო - ვინც ფეხბურთში ფულს ჩადებს, გადასახადებისგან თავისუფლდება. რა გახდა ასეთი კანონის მიღება?
Tengo
05 ივნისი 2016 11:18
0
გაიხარეთ! თქვენი იმედი გვაქვს!
გუჯა კახაძე
05 ივნისი 2016 09:18
0
ფული ფულსკი ნუ გაიძახით სულ შვილები სდამიანებად გაზარდეთ პოტენციური მკვლელი რომ გიზის სახლში და მხარის გაკვრაზე კაცს უმოწყალოდ იმეტებს და დანას ურტყამს ყველაზე კაის ძახებით ნუ ურევთ ტვინს ღირებულებები და ადამიანობა შთააგონე და გოგონების შემთხვევაში უფრო მეტია პასუხისმგებლობა მუს გამო რომ მოკლავენ ვინმეს რამდენი ოჯახი გაუბედურდება მთელი ცხოვრება შიშით უნდა იცხოვროს ციხიდან გამოსული არ მიუვარდეს იქედანკი გაუბედურებულები გამოდიან ყველა.გარინჩაც და პელეც ერთი ქვეყნიდან იყვნენ დაქცეული ქვეყნიდან და მშივრები მაგრამ ცხივრებაში მიზანი ჰქონდათ არა ფული არამედ გამარჯვება შრომა და ბევრი შრომა იძლევა სახელსაც და ფულსაც.
კახა
05 ივნისი 2016 08:05
0

სიახლეები პოპულარული