U18. საქართველო-უკრაინა 2:1 - რევანში აღებულია!

AutoSharing Option
დღეს, 4 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინელებს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა - 2:1.

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ ამ გუნდებთა პირველი ამხანაგური მატჩი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა - 1:0.

დღევანდელ მატჩში ანგარიში მატჩის 78-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს - ზუსტი დარტყმით თავი ბოგდან ლიედნიევმა გამოიჩინა. უკრაინელთა გოლს ქართველებმა მალევე უპასუხეს - სულ რაღაც სამ წუთში ანგარიში გიორგი კოხრეიძემ გაათანაბრა. ამის შემდეგ ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ერთბაშად, 4 ცვლილება განახორციელა, რამაც, საბოლოოდ, შედეგი გამოიღო -
86-ე წუთზე თემურ ჩოგაძემ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გიორგი ყიფიანმა დღეს ასეთი შემადგენლობა ათამაშა: გუგეშაშვილი, ლოჩოშვილი (კ), ხუბაშვილი (81, ქაფიანიძე), ფიფია (61, ლაკვეხელიანი), ბულუხაძე (81, კიკალიშვილი), ქოჩორაშვილი (72, კობოური), ნინუა (81, კუცია), არდაზიშვილი (61, ჩოგაძე), ფოჩხუა (72, ჩაკვეტაძე), კვანტალიანი (72, კოხრეიძე), ქავთარაძე (81, ერგემლიძე).
მკითხველის კომენტარები / 15 /
zaza & Eric cantona - ისე მართლა საინტერესოა საქართველოს უმაღლესი ჩემპიონატში მონაწილე 16 კლუბიდან, რამდენს აქვს სპორტსკოლა, ყავს პროფესიონალი ფიზ.მომზადების მწვრთნელი რომელიც ზუსტად იმ მინუსებზე გაამახვილებს ყურადღებას და გმოასწორებინებს რომელიც მოზარდს აქვსდა პარალელურად არ დაუქვეუთეიბს იმ დადებითს რაც გააჩნია, ასევე აღდგენის მწვრთნელი და აქვს ბაზა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სავარჯიშო დანადგარებით "ტრენაჟორებით". ალბათ ერთი-ორს და ესაა სწორედ მისახედი.
dave
11:31 06-06-2016
0
ძლივს არ წავიკითხე მოგება,გილოცავთ გილოცავთ მოინდომეთ რა
tato
00:00 06-06-2016
0

სიახლეები პოპულარული