თორნიკე ოქრიაშვილი: მაგარ შარში გავეხვიეთ

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის 2012 წლის შესარჩევ ჯგუფში უმძიმესი მეტოქეები შეხვდა - ესპანეთი, შვეიცარია, ხორვატია და ესტონეთი ვითარებას ნებისმიერ ჯგუფში არევდნენ, ჩვენ კი ყველა ერთად შეგვეყარა.

მარიუპოლის "ილიჩივეცის" 18 წლის ქართველი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილიც ამბობს, რომ უმძიმეს ჯგუფში მოვხვდით.

"ამ კენჭისყრიდან ყველაფერს ველოდი, მაგრამ არა ასეთ საშინელ ჯგუფს. ესპანეთს, შვეიცარიას, ხორვატიასა და ესტონეთს ისეთი ძლიერი ნაკრებები ჰყავთ, ერთი მათგანის მოხვედრაც არ მესიამოვნებოდა. მაგარ შარში გავეხვიეთ, ასეთი უიღბლო კენჭისყრა საქართველოს არც ერთ ნაკრებს არ ჰქონია.

ვფიქრობ, წინა ციკლის შემადგენლობა რომ ყოფილიყო,
აუცილებლად ვიბრძოლებდით. ახლა კი გასვლის შანსი მცირეა, მაგრამ შემართებით ვიქნებით და ყველაფერს ვიზამთ საიმისოდ, რომ პირველი თუ არა, მეორე ადგილი მაინც დავიკავოთ და ხალხისა და ოთარ გაბელიას იმედები გავამართლოთ", - ამბობს ოქრიაშვილი.







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული