სფფ-მ საქართველო-საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი დაგეგმა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წარმატებით დაასრულა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები - მხარეთა შეთანხმებით, 6 ოქტომბერს ჩვენი 21-წლამდელთა ნაკრები სტუმრად ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს ფრანგებთან.

შეხვედრის მასპინძელი ქალაქი და დრო მოგვიანებით დაზუსტდება.

საფრანგეთთან მატჩამდე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ორი ევროშესარჩევი თამაში ელის - 1-ელ სექტემბერს სტუმრად ესტონეთთან (იქაური დროით 18:00), ხოლო 6 სექტემბერს, 19:30 საათზე ქალაქ ზესტაფონში ხორვატიასთან.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული