საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები თბილისში აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

AutoSharing Option
21 და 23 აგვისტოს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები თბილისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს აზერბაიჯანის თანატოლთა ნაკრებთან. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასრულებულია.

მთავარი მწვრთნელი გურამ ასპინძელაშვილი დღეიდან შეკრებს გუნდს და მზადებას დაიწყებს. აზერბაიჯანთან ორი სპარინგის შემდეგ, 29 აგვისტოს ჩვენი 17-წლამდელთა ნაკრები პოლონეთში გაემგზავრება საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.

მთავარმა მწვრთნელმა შეკრებაზე 24 ფეხბურთელს უხმო:

მეკარეები: დიმა ბულისკირია (დინამო), გიორგი მამარდაშვილი (დინამო), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო);
მცველები: არჩილ ბასარია (დინამო), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), საბა გაბედავა (დინამო), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ლევან ხარაბაძე (დინამო),
ირაკლი ჯავახიშვილი (საბურთალო);
ნახევარმცველები: ბექა დარცმელია (დინამო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო), დავით ლორთქიფანიძე (ატალანტა, იტალია), თამაზ ბაბუნაძე (დინამო), ივანე ოქროპირიძე (საბურთალო), ლევან გრძელიძე (ლოკომოტივი), ზურა დავითაშვილი (დინამო), ლუკა ჩიქოვანი (დინამო), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო);
თავდამსხმელები: თემურ გაბუნია (ლოკომოტივი), გიორგი ივანიაძე (საბურთალო), გიორგი გულიაშვილი (სფფ-ის აკადემია), ნიკა ქუთათელაძე (პსჟ, საფრანგეთი), თორნიკე გობრონიძე (ლოკომოტივი).

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩაწყობით ყავს 3 კაცი. ეს რაც ვიცი და რაც არ ვიცი კიდევ... ან რა უნდა ასპინძელაშვილს საერთოდ.
100%
16:36 17-08-2016
0
საკმაოდ ყავდა რეგიონებიდან გამოძახებული ბიჭები მაგრამ ძალიან ჩამორჩებიან თბილისელებს.ისე ივანიაძე ბათუმელია,ხარაბაძე ქუთაისელი,გარდაბნიდან, ქარელიდანაც არიან.რომ გაიძახით რეგიონებიო-ბარემ კონკრეტულად გვარი დაწერეთ და ნახავენ ბავშვს და ეგაა რა. წარმატებები ბიჭებს!!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული