ქართველ 21-წლამდელებს ბოლო მომენტში ტრავმების გამო ორი ფეხბურთელი გამოაკლდათ - "საბურთალოს" ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი და ქობულეთის "შუქურას" მცველი ირაკლი კომახიძე. ამის გამო მთავარ მწვრთნელს შემადგენლობაში კორექტივების შეტანა მოუხდა და ტალინში ნაკრებთან ერთად გაემგზავრა თბილისის "ლოკომოტივის" კაპიტანი დავით უბილავა.
ახალგაზრდული ნაკრები თბილისიდან 16 ფეხბურთელით გაფრინდა, ტალინში კი გუნდს ლეგიონერებიც შეუერთდნენ.
საქართველოს ნაკრები
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (საბურთალო);
მცველები: თორნიკე
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), გიორგი გოროზია (სტაბეკი, ნორვეგია), ვალერიან გვილია (ბატე, ბელარუსი), საბა ლობჟანიძე (ჩიხურა), ლევან ნონიკაშვილი (დილა), მათე ცინცაძე (დინამო თბ);
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ბაჩანა არაბული (სამტრედია), ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია).
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით