U21. საქართველო VS ხორვატია - ჩვენთვის თამაში, იმათთვის ბრძოლა

AutoSharing Option
დღეს, 6 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.

გია გეგუჩაძის გუნდის მეტოქე მე-6 საკვალიფიკაციო ჯგუფის ლიდერი, ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებია, რომლისთვისაც დარჩენილ ორ მატჩში მოპოვებულ ყოველ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. ხორვატებს 19 ქულა აქვთ, შვედებს - 18, ხოლო ესპანელებს - 17.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 6-გუნდიან ჯგუფში 12 ქულით მეოთხე ადგილი მყარად უკავია და ტურნირის ფინალურ სტადიაზე მოხვედრის შანსი კარგა ხანია დაკარგული აქვს.

ზესტაფონში, საქართველოსა და ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრა 19:30
საათზე დაიწყება და გულშემატკივართა დასწრება თავისუფალი იქნება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი წარმოადგენს.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ოთო გოშაძე (საბურთალო), ბექა ქურდაძე (საბურთალო);

მცველები:
თორნიკე კირკიტაძე (დინამო, თბ), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გიორგი თევზაძე (დინამო, თბ), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ჯემალ ტაბიძე (გენტი, ბელგია), დაჩი ცნობილაძე (სამტრედია), დავით უბილავა (ლოკომოტივი);

ნახევარმცველები:
ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), გიორგი გოროზია (სტაბეკი, ნორვეგია), ვალერიან გვილია (ბატე, ბელორუსი), საბა ლობჟანიძე (ჩიხურა), ლევან ნონიკაშვილი (დილა), მათე ცინცაძე (დინამო, თბ);

თავდამსხმელები:
ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი), გიორგი ბერიძე (გენტი, ბელგია), ბაჩანა არაბული (სამტრედია), ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია).

U21. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი. VI ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 8 6 1 1 20-5 19
2. შვედეთი 8 5 3 0 17-5 18
3. ესპანეთი 8 5 2 1 23-9 17
4. საქართველო 9 4 0 5 15-15 12
5. ესტონეთი 8 1 1 6 3-18 4
6. სან მარინო 9 0 1 8 1-27 1.
მკითხველის კომენტარები / 7 /
"19:30 წუთზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ."
ზაზა-ს
06 სექტემბერი 2016 16:49
0
გულშემატკივრები ბლომად გეყოლებათ, მოსაგებათ მეტი რა გინდათ?:)
giorgi
06 სექტემბერი 2016 16:48
0
ერტადერტი მწვრტნელი ვის ხელსიც ფეხბურტელები ვიტარდებიან
gia
06 სექტემბერი 2016 14:56
0
პაპუნაშვილი ამ ეტაპზე მზად არ არის არცერთი ნაკრებისთვის! არაბიძეს უკრაინა ეჩალიჩება და სამწუხაროდ ალბათ დაითანხმებს კიდეც უკრაინის ნაკრებში ითამაშოს
jora
06 სექტემბერი 2016 13:32
0
ახლა ეგენი დაგლიჯავენ ხორვატიას... შემადგენლობა ხო ყავთ შეუდარებელი. სადაა პაპუნაშვილი აკი ახალგაზრდულშიაო ან არაბიძეს რატო არ იძახებს პროფესორი გეგუჩაძე, თუ ყავს ვინმე უკეთესი. შესარჩევი თავდება და გამოეძახა მაგრამ ის ხომ საბურთალოში ან დინამოში ანაც სამტრედიაში არ თამაშობს...
maximus
06 სექტემბერი 2016 11:34
0
ტრანსლიაცია?!მატჩის ტრანსლირებას არცერთი არხი არ აპირებს?
ზაზა
06 სექტემბერი 2016 11:10
0
მოინდომეთ ბიჭებო, თქვენ საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მწვრთნელი გავარჯიშებთ.. :)
ქუთაისელი
06 სექტემბერი 2016 10:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული