U21. საქართველო-ხორვატია 2:2 - ძალიან მწარე პერიცა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი თავაწეულმა დაასრულა. ბოლო, ჩვენთვის მხოლოდ პრესტიჟის მატჩში ფრედ ვეთამაშეთ ჯგუფის ლიდერსა და ერთ-ერთ ფავორიტს - ხორვატიას. ამ შედეგით ჩვენს მეოთხე ადგილს არაფერი ეშველა, ნენად გრაჩანის გუნდი კი, ალბათ, ვეღარ შეინარჩუნებს სანუკვარ პირველ ადგილს.

გია გეგუჩაძეს ყოველთვის განსაკუთრებული თამაშები გამოსდის ზესტაფონში და ასე იყო ამჯერადაც. მატჩი ისეთი გამოდგა, დიდხანს რომ ვერ დავივიწყებთ. ვიხილეთ უამრავი საგოლე მომენტი და 4 გოლი.

ორჯერ ვიგებდით და გამარჯვება ვერ შევინარჩუნეთ, რაკი ორივე ჩამორჩენისას და ბოლოს, საყაიმო ანგარიშზეც, ზემოტივირებული ხორვატია
გააფთრებული მოგვაწვა. ბოლოს ბალკანელებმა რამდენიმე მომენტი გაფლანგეს. ძალიანაც კარგი - საქართველოს ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა იმხელა ენერგია ჩადო ამ შეხვედრაში, რომ წასაგებად ჩვენები ნაღდად არ გვემეტებოდნენ.

თურმე, ამ ახალგაზრდულ ნაკრებს შესძლებია ფეხბურთის თამაში. ერთ რამედ ღირდა ქართველთა "მაღალი პრესინგი", მხოლოდ ეპიზოდურად, მაგრამ მაინც.

მაგრამ, ჩემი აზრით, გეგუჩაძის გუნდის "აქილევსის ქუსლი" დაცვაა. რომ არა სწორედ დაცვაში დაშვებული მარტივი შეცდომები, დიდი ალბათობით, სულაც მოვიგებდით. რა თქმა უნდა, ყველაფერს მცველებს არ ვაბრალებთ, მაგრამ მათი შეცდომები თვალშისაცემი იყო.

მეკარე ლაზარე კუპატაძემ ორჯერ აშკარად იხსნა საქართველოს ნაკრები. ერთ შემთხვევაში ჩვენმა მცველმა უკან პასით ჩვენთვის ზაგრების "დინამოდან" კარგად ნაცნობი ანტე ჩორიჩი სულაც მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ კუპატაძემ შესანიშნავად ითამაშა.

არ უნდა გაგვეშვა მეორე გოლი - იმ დროს ხორვატთა თავდასხმის ლიდერს, იტალიური "უდინეზეს" ძირითადი შემადგენლობის წევრ სტიპე პერიცას საქართველოს ნაკრების ორი მცველი და მეკარე მეურვეობდა. პერიცამ კი მაინც მოასწრო შედეგიანი თავურის დარტყმა.

და მაინც, გუშინ ზესტაფონში პოზიტივი მეტი იყო, ვიდრე ნეგატივი. გეგუჩაძემ ტრადიციას არ უღალატა - მისმა გუნდმა გვიჩვენა ისეთი ფეხბურთი, ბევრ ადრენალინს რომ გვაკარგვინებს. ფეხბურთი, რომელსაც მაყურებელი სტადიონზე მიჰყავს.

ქართველთა ორივე გოლი განსაკუთრებით ლამაზი იყო. სულ თავიდან, მე-2 წუთზე, გიორგი ხარაიშვილის გამჭოლი პასი გიორგი პაპუნაშვილმა მიიღო და საქართველოს ნაკრები ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმით დააწინაურა.

მინი-შედევრი იყო საქართველოს ნაკრების მეორე გოლი: ჩვენი გუნდიდან ხარაიშვილთან ერთად საუკეთესომ, ნიკა კაჭარავამ, ოთარ კიტეიშვილის პასი მიიღო, მოათვინიერა ბურთი და ვარდნაში, ნახევარბრუნით, თავზე გადაუგდო ხორვატთა მეკარე ლივაკოვიჩს.

კაჭარავაზე ცალკე: დღეს, როცა ქართულ ფეხბურთში გამტანი ფორვარდის აშკარა დეფიციტია, ის საინტერესო ფეხბურთელად მოჩანს ეროვნული ნაკრებისთვის. მეტიც - ვგონებ, დღეს ის ერთადერთი გამოკვეთილი ცენტრფორვარდია საქართველოში, პერიოდულად რომ მაინც გააქვს გოლები.

მაშ ასე, საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრებმა შესარჩევი ციკლი მეოთხე ადგილზე დაასრულა. ვფიქრობთ, მეტიც შეიძლებოდა. ჯერ ერთი, ბოლომდე ვერ ამოვწურეთ ამ თაობის პოტენციალი; მეორეც - ძალიან ხშირად იცვლებოდა ძირითადი შემადგენლობა და მესამეც - მწვრთნელის ფაქტორი.

ეჭვგარეშეა: რიგი პრობლემების მიუხედავად, გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი დღეს ყველაზე დომინანტურ, სანახაობრივ და გამართულ ფეხბურთს თამაშობს საქართველოს ნაკრებებს შორის. იმედია, მომავალი თაობა შეძლებს და მომდევნო შესარჩევ ციკლში ჯგუფიდან გასვლით გაგვახარებს!

ევრო 2017. ახალგაზრდული ნაკრები. საკვალიფიკაციო ეტაპი. VI ჯგუფი
06.09.2016. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
საქართველო-ხორვატია 2:2
გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (2), 1:1 პერიცა (43), 2:1 კაჭარავა (50), 2:2 პერიცა (62)
საქართველო (4-1-4-1): კუპატაძე - ჩაბრაძე, ცნობილაძე, ტაბიძე (77. მარგველაშვილი), უბილავა (22. თევზაძე) - ცინცაძე - პაპუნაშვილი, გვილია (70. გოროზია), კიტეიშვილი, ხარაიშვილი - კაჭარავა.
სათადარიგოები: გოშაძე, ბერიძე, არაბული, ზივზივაძე
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ხორვატია (4-1-4-1): ლივაკოვიჩი - ბარტოლეკი, სალეტა-სარი, პერიჩი, მილიჩი - პავლიჩიჩი (63. ჩაპანი) - ტუდორი (58. ბრეკალო), ჩორიჩი (63. კროვინოვიჩი), როგი, ვლაშიჩი - პერიცა.
სათადარიგოები: ბოჩკაი, კოლარი, მარიჩი, პოსავაცი
მწვრთნელი: ნენად გრაჩანი
გაფრთხილება: ცნობილაძე (42), როგი (60), ცინცაძე (64), სალეტა-სარი (65), გოროზია (72)
არბიტრი: ი. სტოიანოვი (ბულგარეთი)

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ხორვატია 9 6 2 1 22-7 20
2. შვედეთი 8 5 3 0 17-5 18
3. ესპანეთი 8 5 2 1 23-9 17
4. საქართველო 10 4 1 5 17-17 13
5. ესტონეთი 8 1 1 6 3-18 4
6. სან მარინო 9 0 1 8 1-27 1

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
ხალხო ნუ იცით რა ეს აჩემებები,რამდენიმე წლის წინ ყენია გყავდათ აჩემებული,მერე მჭედლიძე,ანანიძე,თუმცაღა ეს უკანასკნელი ბოლო დროს ათამაშდა,მაგრამ რა იმედებიც გქონდათ მასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მისგა შორსაა,ახლა არაბიძე აიჩემეთ,თქვენ რა მეტი საქმე არ გაქვთ.საკუთარი თავები პროფესორები ნუ გგონიათ.
roma
08 სექტემბერი 2016 10:44
0
არაბიძე ხომ თამაშობდა 19 წლანდელებში გაზაფხულზე და თავი ვერაფრით გამოიჩინა და ახლა რამდენიმე თვეში ასე ძლიერი გახდა?!
ის შახტარის 19 წლამდელებში თამაშობს ხომ და დინამოს 19წლამდელებს მოუგებს??? იქნებ არცისე ძლიერია მისი გუნდი სადაც ლიდერია
mesis da sxvebs
07 სექტემბერი 2016 22:42
0
პირადულზე არ მიყვარს გადასვლა,ეს ჩემი სტილი არაა,მე ძველი გულშემატკივარი ვარ და თქვენზე კარგად ვერკვევი ფეხბურთში,ამას საწყენად არ ვამბობ,ცნობისთვის ჩემს ახალგაზრდობაში დინამოს დუბლების თამაშზე ზოგჯერ 20000-25000 ათასი ადამიანი ესწრებოდა მატჩებს,ეს ცნობისთვის,შემდეგ მწვრთნელმა ჩემზე და მითუმეტეს თქვენზე 1000-ჯერ მეტად იცის ვინაა გამოსაძახებელი და ვინ არა,ე.ი. თუ არ იძახებს,მაშინ რაღაც აკლია და ამ ნაკლზე უნდა იმუშაოს ფეხბურთელმა,ხოლო გამოძახებით გამოიძახებს,მოვა მაგის დროც და მერე ვნახოთ რისი გამკეთებელია,მე მარტო არაბიძე არ მყავს მხედველობაში,მას არაფერს ვერჩი,პირიქით ნეტა მეორე მესი იქნებოდეს ძალიან გამიხარდება,მე სხვა რამის თქმა მინდა,ყველამ თავის საქმეს მიხედოს და ჭკუის სწავლებას თავი დაანებოს,დღეს ეს ხალხია ნაკრებების სათავეებში და მათი ნებაა გამოიძახებენ თუ არა ვინმეს,ეს მათი პრეროგატივაა და თქვენ ამას არავინ არ გეკითხებათ,აზრი კი ბატონო,ყველას შეუძლია თავისი აზრის გამოთქმა,ეს დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია,მაგრამ მოწოდებები და საკუთარ თავებზე დიდი წარმოდგენა,დაუშვებელია,ე.ი რა გამოდის თქვენ იცით მწვრთნელებზე მეტი და თქვენ ფლობთ მასე მეტად ამა თუ იმ ფეხბურთელზე ინფორმაციას,არა ბატონებო თქვენ არაფერიც არ იცით და ვაცადოთ ამ ხალხს მუშაობა,აი როცა თქვენ ან სხვას დაგნიშნავენ მწვრთნელებათ მაშინ კი ბატონო ვინც გინდათ ის გამოიძახეთ,თქვენი ნება იქნება.
mesi-s
07 სექტემბერი 2016 21:33
0
roma-ს... ჯერ ერთი ის,რომ სკაბრეზული ლექსიკოთ საუბარი არ არის კარგი საქციელი... და მერე კიდევ,დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობებიო,რომ ამბობ... აძლევენ კი მაგის საშუალებას?.. ნაკრებში სათამაშოდ არცერთ დონეზე არ იძახებენ და იმ კლუბში,სადაც თამაშობს,გუნდის ლიდერია ცხრამეტი ცლის ბიჩი... შენ შეუძლება ვანესსა მეი ხარ ვიოლინოს დაკვრაში,მარა თუ ეს ვიოლინო დაგიმალეს და არ მოგცეს,როგორ დაამტკიცებ...
mesi
07 სექტემბერი 2016 19:12
0
გეგუჩაძეს გაუმართლა კაჭარავა რომ ყავს ნაკრებში:))) იქნებ ვაისსაც გაუმართლოს:)))
შოკირებული გულშემატკივარი
07 სექტემბერი 2016 18:03
0
ადამიანებო,ნუ მოგაქვთ თავი პროფესორებად,თქვენ,რომ რამე იცოდეთ,თქვენ იქნებოდით ვაისის და გეგუჩაძის ადგილზე,ასე,რომ მოკეტეთ,არაფერიც თქვენ არ იცით,მხოლოდ ლაყბობა შეგიძლიათ,რაც შეეხება კონკრეტულად არაბიძეს,ღმერთმა ხელი მოუმართოს და თუ რამის თავი აქვს დაამტკიცოს და გარწმუნებთ,რომ მას აუცილებლად მიეცემა შანსი,ახლა გამოძახება არგამოძახებას,მე შორს ვარ იმ მოსაზრებიდან,რომ გეგუჩაძე მაღალი დონის მწვრთნელია,მეტიც ჩემი აზრით საშუალო დონესაც კი ვერ ქაჩავს,მაგრამ ის ჩაბმულია საფეხბურთო საქმიანობაში,ის დილიდან საღამომდე ამ საქმით არის დაკავებული და მან თითოეულ ჩვენგაზე გაცილებით მეტი იცის ამ მომენტისთვის ვის,რისი თავი აქვს,ასე,რომ ნუ წარმოადგენთ საკუთარ თავებს ჭკუის კოლოფებად,ხოლო თუ მას რამე შეეშალა ის ადამიანია და შეიძლება,რაღაც რაღაცეები შეეშალოს,მომავალი წინაა და კეთილი ინებოს არაბიძემ და დაამტკიცოს თავისი სიძლიერე,მას ამისათვის ძალიან ბევრი დრო აქვს,ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა.
roma
07 სექტემბერი 2016 17:21
0
არაბიძეს გასახდელში უგინებია მწვრტნელებისტვის და რას გამოიძახებენ?...
guga
07 სექტემბერი 2016 16:46
0
ოკრიბელს... არც ცხრამეტიანებში იძახებენ,სხვათაშორის. და იცი რა აქვთ მიზეზად? კოლექტიურ ფეხბურთს არ თამაშობსო. ამათ ხესავით ფეხბურთელები ურჩევნიათ. ქართულ ფეხბურთში კი ეხლა,სცორედ ინდივიდუალიზმის კატასტროფული დეფიციტია. ერთა მაცნობმა,რომელიც ახლოდან იცნობს ქართულ საფეხბურთო რეალობას, მითხრა დაახლოებით ერთი ცლის ცინ... შეიძლება არ დაიჯეროო,მაგრამ ბევრი მცვრთნელიო,ბავშვთა სკოლებშიო.ბავშვებს ფინტის გაკეთებას უგრძალავსო. მაშინ მართლა არ დავიჯერე,მარა ახლა თანდათანობით კი ვრცმუნდები. რაზე მეშლება ნერვები იცი? გიო ქინქლაძის მერე ჩვენ ასეთი ტალანტი რ გვკოლია... და ქინქლაძის საფეხბურთო გენია,ხომ მაშინდელი დინამოს ბოსების ღორობამ და უპასუხისმგებლობამ შეიცირა... საქართველოში კველას გონია,რომ გიო ქინქლაძე საკუთარმა თავმა და საკუთარმა სიზარმაცემ დაღუპა,მაგრამ ეს საკითხისადმი ზედაპირული მიდგომაა მხოლოდ. მთავარი მიზეზი კი მაშინდელი დინამოს პრეზიდენტი ჟორდანია და მისი ძმაკაცები არიან,რომლებმაც გიო ქინქლაძე ერთ ცნობილ ევროპულ კლუბს არ მიკიდეს,რომელიც 2 მილიონ დოლარს უხდიდა ჟორდანიას. და თუ იცი ეს რომელი კლუბი იკო... მადრიდის რეალი... ჟორდანია უფრო მსუკე ლუკმას დაელოდა და მოგვიანებით მიკიდა ქინქლაძე იმ დროისათვის ფარჩაკ მანჩესტერ სიტის 3 მილიონ 700 ათას გირვანქა სტერლინგად... ქინქლაძე რო რეალში გადასულიკო,მაშინ ვინ მიცემდა იქ სიზარმაცის საშუალებას და არც თვითონ იზარმაცებდა და დგეს მარადონას და მესის გვერდით იდგებოდა. კიდე ვამბობ,რო არაბიძეზე დიდი ტალანტი გიო ქინქლაძის მერე ქართულ ფეხბურთს არ კოლია... და განსაკუთრებით დგეს,როცა საფეხბურთო ღმერთმა ქართველებს ზურგი გვაქცია,ასეთ ტალანტებს მოფრთხილება ჩირდება.
mesi
07 სექტემბერი 2016 15:53
0
არაბიძემ 19 წლამდელთა მატჩებში ვერ გამოავლინა საკმარისი მომზადება, და რატომ გიკვირთ რომ არ გამოიძახა გეგუჩაძემ??
ქართველი
07 სექტემბერი 2016 15:48
0
საქართველოს ნაკრებში დაგინებული აქვთ რომ კუტხურის დროს ძელები არ დაიცვან?!
დიდებმაც კუთხურებიდან გაუსშვეს და ეხლა ამგენმა...
vova
07 სექტემბერი 2016 15:43
0

სიახლეები პოპულარული